ბათუმში გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

ბათუმში რუსთაველის ქუჩის მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვის მცდელობისას, პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა. აქციის დანარჩენი მონაწილეები კი გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა. დაკავებულის დედის თქმით, მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. შსს პრესამსახურის თანახმად, ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ერთი ადამიანი. დემონსტრანტებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა მას შემდეგ სცადეს, რაც მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სხვადასხვა სოციალური […]

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის წევრები შვედეთის სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გუდრუნ ბრუნეგარდს და დელეგაციის წევრებს (სუზან ნორდსტრომს, ჰანნა იენარშონს და მილ შტრანდს) შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. […]

მელია პასუხობს ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას

პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის წინადადებას, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს, „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს. მელიას თქმით, არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მიუხედავად ამისა, მელია აღნიშნავს, რომ სხვა საკითხია რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა: „თუკი ვინმეს ესმის ერთობის მნიშვნელობა და სხვადასხვა ტიპის ერთობის ჩამოყალიბებაში რაიმე […]

“შავი ლომი” ბრიტანეთში ჩავიდა

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი” 18 აპრილს თავის პირველ ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრა. გუნდი 31-კაციანი შემადგენლობით შოტლანდიაში, ედინბურგში ჩავიდა, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც ინგლისში, ისტ-მიდლენდში გადაინაცვლებს და ინგლისურ გრანდთან, “ლესთერ თაიგერსთან” გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 3 მაისს, “უელფორდ როუდზე” საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება. 31-კაციან შემადგენლობაში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. […]

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.74 მილიონი ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 2.74 მლნ ბარელით და შეადგინა 460,196 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,15 მლნ ბარელით და შეადგინა 234,786 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,76 მილიონი ბარელით და შეადგინა 115,058 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

კინოცენტრმა “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს” დაფინანსება შეუწყვიტა – ორგანიზატორების განცხადება

“თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის” ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა – გამოშვებას, რომელიც წელს, დეკემბერშია ჩანიშნული და საიუბილეო, 25-ე ფესტივალი იქნება, კინოცენტრი აღარ დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის” Facebook გვერდზე ვკითხულობთ. განცხადებაში ნათქვამია, რომ, ორგანიზატორების აზრით, კინოფესტივალის ჩაშლა საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინტერესებშია. “საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, […]

უკრაინული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულია რუსი პოლკოვნიკი, ბრიგადის მეთაური კროპოტოვი

ლუგანსკზე უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულია რუსი პოლკოვნიკი, 59-ე ბრიგადის მეთაური პაველ კროპოტოვი. 13 აპრილს, ქალაქ ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა მანქანათმშენებელ ქარხანაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ილია ევლაშმა თქვა, რომ იერიშისას გამოყენებული იქნა უცხოური წარმოების რაკეტები. უმაღლესი სამხედრო განათლების მქონე კროპოტოვი 2015-2016 წელს სირიაში ვიცეპოლკოვნიკის წოდებით იბრძოდა, უკრაინაში […]

წარმოუდგენელია ევროპულ სახელმწიფოებში, ან ამერიკაში, ვინმემ მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს. ე.ი. რა გამოდის? რა დონის ხალხად მიიჩნევენ ქართველებს?

წარმოუდგენელია ევროპულ სახელმწიფოებში, ან ამერიკაში, ვინმემ მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს. ე.ი. რა გამოდის? რა დონის ხალხად მიიჩნევენ ქართველებს? „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტებს, რომელთა მიმართაც თბილისში გამართული დემონსტრაციებისას აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბულინგს, შეურაცხყოფას, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას. როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა, შეურაცხყოფა არ არის დემოკრატია და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში […]

კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. მათ განცხადებაში წერია, რომ კინოფესტივალს, რომელიც დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს, სუბსიდიის გარეშე ჩაშლის საფრთხე ემუქრება. ამასთან, პოსტში აღნიშნულია, რომ კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც არ დაუფარავს და კინოფესტივალის ოფიციალურ მიმართვებს არ პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით კულტურის მინისტრი თეა […]

მიხეილ სააკაშვილი – ალეკო ელისაშვილს, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ – პოლიციელები, რომლებიც ალეკოს ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები

ალეკო ელისაშვილს, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, – ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, თავად ალეკო ელისაშვილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა არასდროს ემეტება. „ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ! ამ ეპიზოდში ყველაზე […]