“ოცნების წისქვილზე წყალს დაასხამს” – მელია ერთიან სიაზე სააკაშვილის ინიციატივას პასუხობს

პარტია ახალის თანათავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ ოპოზიციის ერთიან სიაზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს იდეა ქართული ოცნების წისქვილზე წყალს დაასხამს. “რაც შეეხება სააკაშვილის იდეებს. მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე – სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, კეზერაშვილზე, ახლა აბსოლუტურად უადგილოა. ვფიქრობ, რომ მათ აქვთ პარტია, რომელსაც […]
პარიზში ირანის საკონსულოში კაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზში, ირანის საკონსულოში კაცი შეიჭრა, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიციის და პროკურატურის ცნობით, კაცი დაკავებულია. როგორც ცნობილია, კაცს ასაფეთქებელი ჟილეტის მსგავსი სამოსი ეცვა, თუმცა პოლიციამ რეალური მოწყობილობის კვალი ვერ იპოვა. “ამ ეტაპზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არაა ნაპოვნი” – წერია პარიზის პროკურატურის განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ პარიზის პოლიციამ საკონსულოში შეჭრილი კაცი დააკავა, შენობის ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის საშიშროების […]
ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ პერმანენტული აქციები იმართება

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ სტუდენტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია არამხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციებისათვის, არამედ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისათვისაც. მათი თქმით, რუსული კანონი საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ასევე სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. პარალელურად მესხიშვილის თეატრში იმართება თბილისის “სამეფო უბნის […]
პარლამენტთან ე.წ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან სტუდენტები არიან შეკრებილები. აქციის ორგანიზატორებს დღევანდელი აქციის გეგმებზე განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ. ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების […]
დაუორგანიზებელ აქციაზე ახალგაზრდებმა რუსთაველი გადაკეტეს და იუსტიციის სახლისკენ მიდიან

პარლამენტთან მიმდინარე წინასწარ დაუორგანიზებელ აქციაზე მომიტინგეებმა რუსთაველი გამზირი გადაკეტეს და ამჯერად იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან მსვლელობით. დღეს აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ არა ძირითადი ორგანიზატორები, არამედ ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” მართავს. პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დაწყების შემდეგ თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართებოდა. ბოლო, მასშტაბური აქცია, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, თბილისში 17 აპრილს, გაიმართა – რუსული კანონის პირველი მოსმენით […]
“და ჯენზიმ რუსთაველი ისევ გადავკეტეთ!” – არა რუსულ კანონს!

რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს – დედაქალაქის ცენტრში მწვავე პროტესტი არ წყდება და ახალგაზრდები აანონსებენ, რომ არც შეწყდება, სასურველ შედეგამდე. ადგილზე სტუდენტები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან შეკრებილები. მოქალაქეების მთავარი სათქმელი ერთი წლის გასვლის შემდეგ კვლავ უცვლელია. “არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები და ხელისუფლებისგან […]
ოკუპანტების მიერ გატაცებული 3 მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ გატაცებული მოქალაქეები თავისუფლები არიან: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული 3 მოქალაქე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი […]
გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, დანია, აშშ – დახმარებების რა პაკეტებს მიიღებს უკრაინა

ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და განუცხადა, რომ უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები. “ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, […]
კაკაო ახალ რეკორდებს ხსნის – ფასმა $11 ათასიანი ზღვარი გადალახა

კაკაოს ფიუჩერსებმა ნიუ-იორკში მიაღწია ახალ ისტორიულ რეკორდს, რადგან მიწოდების გლობალური დეფიციტისა და მაღალი ფასების მიუხედავად შოკოლადის ქარხნებში გადამუშავების იგივე ტემპი ნარჩუნდება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ყველაზე აქტიური კონტრაქტი გაიზარდა 5%-ით და პარასკევს გამართულ ვაჭრობაში მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს 11,578 აშშ დოლარს მეტრულ ტონაზე. ბაზრის დახურვის შემდეგ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დაფქული კაკაო – რომელიც მუშავდება […]