დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა

„დარწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის კონსტრუქციულ განხილვაში ოპონენტების მხრიდან არავინ შემოვა, რადგან ეს მათ არ სჭირდებათ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ ამ კანონპროექტის გამო არეულობა შექმნან, რათა საქართველომ ის არ მიიღოს, თუმცა ეს არ გამოუვათ, რადგან ქართველი ხალხის ნება არის […]

თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები – ანრი ოხანაშვილი ნაც.მოძრაობას

„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არამოძალადეების ზნე და რეჟიმი“-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია მიმდინარეობს, ოპოზიციის მისამართით განაცხადა. „დღეს ჩვენ გვაქვს […]

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების […]

ვის გვასაღებს “იმედი” აშშ-ის მწვავე კრიტიკოსებად – Borgia, Stooge, Munda Squire – ტაბულა

ფოტოკოლაჟი – ტაბულა ბოლო დღეებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონი და მოუწოდა მმართველ ძალას, არ მიიღოს ეს კანონი, ვინაიდან ის სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სამთავრობო მედია TV IMEDI-მა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის […]

«Операция прикрытия» – რა მიზანი აისრულა ივანიშვილმა “აგენტების კანონით”? – ხუხაშვილი

მიმდინარე მოვლენების ლოგიკის, უფრო სწორად ალოგიკურობის ახსნა შესაძლებელია შემდეგი თეორიით, თუ გნებავთ დღეის მდგომარეობით “შეთქმულების თეორიით”: ხელისუფლის რეალური მიზანი გახლდათ საქართველოს რუსულ ოფშორად ქცევა ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. იმისათვის, რომ ეს თემა ნაკლები ხმაურით გაეძვრინათ, სცენარისტების ენაზე რომ ვთქვათ, საჭირო იყო ე.წ. «Операция прикрытия», რისი როლიც “აგენტების კანონმა” ითამაშა და დღემდე თამაშობს. ახლა აგენტების კანონის […]

„იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ“ – კახა კალაძის განცხადება

კახა კალაძე ოპოზიციონერების შესახებ განცხადებას აკეთებს: “ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ – ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან. სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, „რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს“. იუსტიციის სახლამდე მისვლამდე სტუდენტებმა თავისუფლების მოედანს შემოარტყეს წრე. მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ “წინ ევროპისკენ!” “საქართველო, საქართველო!” როგორც […]

როგორ ხსნის ნინო შუბლაძე მისი სახელით გავრცელებულ ტექსტს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის „ვოცაფში“ გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც, სავარაუდოდ, „აგენტების კანონის“ გაშუქების კუთხეს ეხებოდა, წაშლილია. ნინო შუბლაძე ამბობს, რომ ის მას თავად არ დაუწერია. „ეს თემა ასაწევია, როგორ იყენებენ ფეხბურთელებს, თან ძებნილი [დავით] კეზერაშვილი აკეთებს კომენტარს, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდა?!“, – ეწერა 10:04 საათზე ნინო შუბლაძის „ვოცაფში“ გამოქვეყნებულ „სთორიში“, რომელიც დაახლოებით 15-20 წუთის […]

სუს: ოკუპანტების მიერ გატაცებული 3 მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ გატაცებული 3 მოქალაქე – თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალია. “საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში […]

არის ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი – მაკა ბოჭორიშვილი გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში ჩართული პოლიტიკის კეთებაში, რატომ არ შეუძლია იმავე შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობა. მისი განცხადებით, აღნიშნული კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, შესაბამისად, “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებს ან […]