“ჩემს შვილს და მის ტოლებს აგინებთ და ლანძღავთ, ახლა ხსნილია შვილებზე შეხება ხოო???ვის მიმართავს ამ სიტყვებით ზაზა სარალიძე

· 1 საუკუნის აფიორაა იმის მტკიცება,რომ ეს კანონი მხოლოდ დეკლარაციის შევსებაა… ვინმეს სჯერა ამ ქვეყანაში კიდევ, რომ მთავრობა ვერ ხედავს ვინ რას აკეთებს???”– ასე ეხმიანება ზაზა სარალიძე რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას, თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს. ნაძირლები ხართ ყველა ვინც ქართველ გლეხს ატყუებთ, ამასხარავებთ და აზიზღებთ ერთმანეთს. თუმცა რა გასაკვირია, მუშაობს ერთმანეთის ლანძღვის მანქანა […]

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

19 აპრილის საღამოს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი ე.წ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა არ კონკრეტდება ჯარიმის ოდენობა. „14 აპრილს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქეები 2005 წელს დაბადებული ოთარ ტერაშვილი, 2008 წელს დაბადებული თამაზ ეცადაშვილი და […]

ნინო ლომჯარია – საოცარი მუხტია, უამრავ აქციაზე ვყოფილვარ და ასეთი შეგრძნება არსად მქონია – ეს არის თავისუფალი, ლაღი ახალგაზრდების ბუნებრივი პროტესტი, რომელიც ძალას იკრებს

საოცარი მუხტია, არ ვიცი, უამრავ აქციაზე ვყოფილვარ და ასეთი შეგრძნება არსად მქონია. ეს არის თავისუფალი, ლაღი ახალგაზრდების ბუნებრივი პროტესტი, ბუნებრივი წინააღმდეგობა, რომელიც ძალას იკრებს, – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდების აქციაზე განუცხადა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტოდ მართავენ. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, განწყობას და მუხტს, რომელიც ახალგაზრდებს აქვს, რუსული პროპაგანდა […]

მარში რუსთაველიდან იუსტიციის სახლამდე და გმირთა მოედნისკენ – ახალგაზრდების აქცია გრძელდება

მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე – რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი, ახალგაზრდების თვითორგანიზებით გრძელდება. “არა რუსულ კანონს, საქართველოს გზა ევროპაშია” – სკანდირებენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები, რომლებიც “ოცნების” ხელახლა დაინიცირებულ კანონპროექტს პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ

სალომე სამადაშვილი – ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ უნდა გაჩერდეს – საზოგადოების პროტესტი, ყოველგვარი ორგანიზებისა და მოწოდებების გარეშე, უწყვეტ რეჟიმში გადავიდა

ახლა ხელისუფლება პროტესტანტებზე შარშანდელი მარცხისთვის იძიებს შურს, რადგან შარშან რუსული დავალება ვერ შესრულდა, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესი იმის გამოძახილია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას კარგავს და მას ვერ ელევა. გარდა ამისა, სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვებს – „ოპოზიციაში რამდენიმე ქალს ხელში მაუზერი […]

Boston Dynamics მფრინავ რობოტებზე მუშაობს

რობოტების მწარმოებელი კომპანია Boston Dynamics მფრინავი ჰუმანოიდი რობოტის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას electronicspecifier-ი ავრცელებს. Boston Dynamics-ი ფირმა Gravity Industries-თან ითანამშრომლებს. Gravity Industries-ი ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის (VTOL) საავიაციო სისტემებს, Jet Suit-ებს აწარმოებს. კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობით მფრინავ რობოტზე იმუშავებენ. კერძოდ, Gravity-ის ტექნოლოგიის დახმარებით Boston Dynamics-ის ჰუმანოიდ რობოტს, სახელად Atlas, ფრენის უნარს შესძენენ. სპეციალისტებმა სატესტო ფრენები […]

7 პარტია: ვდებთ პირობას, მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან

“საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით” 7 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ნეტგაზეთი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს. მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, […]

“ვახო, ესეც დააყოლე…” – რას (არ) ამბობს გომელაური?

ზაზა სარალიძე ეხმაურება, შს მინისტრის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ის წერს, რომ პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხას და დაუშვებელია და წერს: მართალი ხარ ვახო მართალიიი, მარა ისიც დააყოლე პოლიციელების თავდასხმა მოქალაქეებზე უმიზეზოდ (ხშირ შემთხვევაში წინასწარ დაგეგმილად) რაც არაერთხელ გამომიცდია საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე, ნიშნავს ძალის დემონსტრირებას და დიქტატურის დამყარებას.

გია ხუხაშვილი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე – ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად რუსეთის ოფშორად ყალიბდება – ეს კანონი თავისი შედეგებით ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც „აგენტების შესახებ“ კანონი

ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად რუსეთის ოფშორად ყალიბდება – ეს კანონი თავისი შედეგებით ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც „აგენტების შესახებ“ კანონი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც ე.წ. ოფშორებთან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ეხმაურება. გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ არასწორია, როდესაც აღნიშნულ ინიციატივას მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური პრობლემების […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ. სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს“. ამ დროისთვის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.