კიტეიშვილის “შტურმმა” მოიგო და ბუნდესლიგაში გალიდერდა

ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში „შტურმმა“ სახლში „რაპიდი“ 1:0 დაამარცხა. თამაში საინტერესო სანახავი ნამდვილად არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, გოლის გამტანი არც ერთი გუნდი არ ჩანდა და თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დედაქალაქელთა მეკარე ნიკლას ჰელდმა უხეში შეცდომა დაუშვა და გრაცელთა თავდამსხმელ მიკა ბიერეტს ისღა დარჩენოდა ბურთი ცარიელ კარში შეეგორებინა. ბოლოს სტუმრები შტურმზე გადავიდნენ, მაგრამ […]

,, წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობას ასე, ნახევრად ხუმრობით ეხმურება ,,მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი: ,,მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად. 🫣”

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები – გმირთა მოედანზე მოვედით, რათა დავდოთ ფიცი, რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ

გმირთა მოედანზე მოვედით, რათა დავდოთ ფიცი, რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომლებმაც გმირთა მოედანზე იუსტიციის სახლიდან გადაინაცვლეს. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის […]

ნატოს ქვეყნები უკრაინისათვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემაზე შეთანხმდნენ

ნატო-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას რუსეთის საჰაერო იერიშებისგან თავის დასაცავად დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცემენ, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პარასკევს, უკრაინა–ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. “პეტრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, არსებობს სხვა იარაღი, რომლის მიწოდებაც მოკავშირეებს შეუძლიათ, მათ შორის SAMP/T (საზენიტო-სარაკეტო სისტემა.-რედ). ბევრმა სხვა მოკავშირემ, რომლებსაც არ აქვთ ასეთი შესაძლებლობა, პირობა […]

კაია კალასი – როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს

როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც […]

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

უცნობმა მამაკაცმა, პარასკევს, ნიუ-იორკის სასამართლო შენობის წინ, სადაც დონალდ ტრამპის ისტორიული სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, თავი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა თქვა, რომ მან ჯერ გაიგონა, როგორ ისროდა მამაკაცი ჰაერში ბროშურებს, შემდეგ კი დაინახა, რომ ცეცხლი წაიკიდა. მოწმემ, რომელმაც უარი თქვა სახელის დასახელებაზე, თქვა, რომ მამაკაცს რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა ცეცხლი წაკიდებული. CNN-ის ჟურნალისტების თქმით, მათ […]

ჩინეთში მშენებარე რკინიგზის სადგური ინტერნეტმომხმარებლებმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსეს

ჩინეთში (ნანკინი) მშენებარე რკინიგზის სადგური ინტერნეტმომხმარებლებმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას todayonline-ი ავრცელებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რკინიგზის სადგურის დიზაინი შთაგონებულია ქლიავის ყვავილით (Prunus mume), რომელიც ქალაქის სიმბოლოა, თუმცა ხალხი კითხულობს, საიდან გაჩნდა ოთხფურცლიანი ქლიავის ყვავილი, როდესაც მას რეალურად 5 ფურცელი აქვს. აღნიშნული რკინიგზის სადგურის მშენებლობას, ინტერნეტსივრცეში, რამდენიმე საათში მილიონობით გამოხმაურება მოჰყვა. ცნობისთვის, აღნიშნული […]

,, ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტი: გავრცელდა კადრები, სადაც ალეკო ელისაშვილს პოლიციელები სცემენ, აქციებთან დაკავშირებით პრემიერთან იყო კითხვა დასმული, რაზეც […]

აი ასეთი პოლიციელები გვიმრავლოს უფალმა საქართველოში” – ბლოგერი ნათია ხუნაშვილი პოზიტიურ ამბავს გვიზიარებს

ბლოგერი ნათია ხუნაშვილი ფეისბუქზე პოზიტიურ ისტორიას იხსენებს: “ახლა “მარშუტკით” მივდივარ თბილისში და პატარა რაღაცას მოგიყვებით. ეს პოლიციელი ბიჭი იჯდა ჩემს წინ და ცოტა ასაკით დიდი კაცი რო ამოვიდა ადგა და დასვა თავის ადგილზე. ერთი საათია ფეხზე დგას თვითონ. აი ასეთი პოლიციელები გვიმრავლოს უფალმა საქართველოში. არ ვიცნობ, სახეც ვერ დავინახე კარგათ. უბრალოდ დავაკვირდი რო კარგი მშობლების […]

,,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა“ – რას წერს რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ყვებოდა. ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო რომ შენს, წნეხის, ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით კატეგორიულად მიუღებელია. დასაბუთებული აზრის პატივსცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და […]