იდენტიფიცირებულია უკრაინაში ომში დაღუპული 51 ათასზე მეტი რუსი სამხედრო

“ბიბისის” და “მედიაზონის” ჟურნალისტებმა 19 აპრილსდ დაადასტურეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის 51 ათასზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვა. ეს მხოლოდ ისინი არიან, ვისი დაღუპვაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ღია წყაროებისა და თავად ჯარისკაცების ნათესავების საშუალებით დაადგინეს. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დანაკარგების რეალური რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. კვირის განმავლობაში, რაც ბოლო ასეთი ანგარიში გამოქვეყნდა, სიას 625 რუსი ჯარისკაცის სახელი […]
“არა რუსულ კანონს” – დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს და გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს

19 აპრილს კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც ფიცი დადეს გმირთა მემორიალთან. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებული “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მოქალაქეები 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა, რის შემდეგაც, მალევე მსვლელობით დაიძრნენ იუსტიციის სახლის მიმართულებით. მსვლელობის დროს ისმოდა საქართველოს […]
ეროვნული ნაკრების სპარინგ-მატჩები დაიგეგმა: 23 ივნისს იტალიასთან, 28 ივნისს – ეგვიპტესთან

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 სპარინგ-მატჩს გამართავს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 23 ივნისს, ქალაქ ტრენტოში მასპინძელ იტალიას შეხვდება, ხოლო 28 ივნისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს გახლავთ ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი მთავარი მოვლენები. დანარჩენ დროს, 10 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ჩვენს ეროვნულ გუნდს საწვრთნელი შეკრება ექნება […]
„გმირთა მოედანზე მოვედით, რათა დავდოთ ფიცი, რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ“ – ე.წ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები

ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა დღეს პარლამენტიდან გმირთა მოედნამდე მსვლელობა გამართეს. გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. მათი თქმით, არასოდეს დაუშვებენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას […]
სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა – რატი ბრეგაძე
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისივე თქმით, დასაბუთებული აზრის პატივისცემა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია. „სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ

„არა რუსულ კანონს“ – ამ სლოგანით ახალგაზრდები მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაბრუნდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მათ ხალხი დახვდა, რომლებიც პარლამენტთან დაბრუნებულ ახალგაზრდებს ტაშით შეხვდნენ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ პარლამენტის წინ გრძელდება. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, მოქალაქეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“. „საქართველო“. ცნობისთვის ახალგაზრდები დღეს, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით […]
ვიქტორ ყიფიანი – არასამთავრობო სექტორს უმანკო არსებად ნუ გამოვიყვანთ, მაგრამ გამჭვირვალობის ზრდის მიღწევა ხომ შეიძლებოდა სხვა გზით? გარკვეულ საკანონმდებლო ტექნიკაზე ფიქრი არსებულ კანონმდებლობაში

არასამთავრობო სექტორს უმანკო არსებად ნუ გამოვიყვანთ, მაგრამ გამჭვირვალობის ზრდის მიღწევა ხომ შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვა გზით? გარკვეულ საკანონმდებლო ტექნიკაზე ფიქრი არსებულ კანონმდებლობაში, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ელოდება, მსგავსი სტიგმის […]
Tesla გაუმართაობის გამო თითქმის 4 ათას Cybertruck ელექტრომობილს გაიწვევს

ავტომწარმოებელი Tesla Cybertruck-ის მოდელის 3878 ერთეულ ავტომობილს გაიწვევს, აქსელერატორის სატერფულის საფარის შესაცვლელად. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ავტომობილებში შესაცვლელია აქსელერატორის სატერფულის საფარი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოძვრეს და სატერფულის მექანიზმში ჩაიჭედოს, დაბლოკილ სატერფულს შეუძლია გამოიწვიოს ავტომობილის სპონტანური აჩქარება, რაც გაზრდის ავარიის რისკს,- ნათქვამია მარეგულირებლის განმარტებაში. Tesla […]
თბილისში საპროტესტო გამოსვლა გრძელდება

ე.წ. “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს და მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ დაიძრნენ. მათ შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს. იუსტიციის სახლისა და გმირთა მოედნის შემდეგ, ახლა, დემონსტრანტები კვლავ პარლამენტის შენობასთან ბრუნდებიან. მათი მოთხოვნა დღესაც უცვლელია – მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვიოს. “ჩვენ არ მივეკუთვნებით არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენი […]
ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას კაცმა სასამართლოსთან თავის დაწვა სცადა

ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს შენობასთან თავის დაწვა სცადა. თვითმხილველების ცნობით, კაცმა თხევადი ნივთიერება გადაისხა და თავის დაწვას შეეცადა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპროტესტებდა კაცი, თუმცა მას თან ჰქონდა პამფლეტები, რომელიც შეეხებოდა კონსპირაციულ თეორიებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა ცეცხლი მალევე ჩააქრო და კაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, კაცი კრიტიკულ […]