კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები
კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები „აუცილებლად მისაყვანია საქმე ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს კანონები [გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი] ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც სახელმწიფო არსებობ, შემდგარი სუბიექტი ხარ და მენტალურად არ ხარ დამოკიდებული იმაზე, რას იტყვიან უცხოეთში,” […]
საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც
საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც „ახლა მიდის ბრძოლა იმაზე, იტყვის თუ არა საქართველო თავის დამოუკიდებელ სიტყვას საერთაშორისო აქტორების თანასწორად“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი […]
კალასი: ფოკუსი უნდა იყოს საქართველოს EU-სთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე

შევხვდი საქართველოს ახალ ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ფოკუსი უნდა იყოს ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს და არა მისგან დააშორებს.
20 აპრილი: დაგეგმილია ახალგაზრდების აქცია თბილისში და ქალების მარში არაერთ ქალაქში

დღეს, 20 აპრილს, მორიგი ანტირუსული აქციებია დაგეგმილი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქალთა მარში თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება 17 საათზე. მარშები გაიმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში (ქალაქების სია შეიძლება, განახლდეს). თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 19 საათზე ასევე […]
კალასი: საქართველო ისეთ ნაბიჯზე უნდა ფოკუსირდეს, რაც EU-თან დააახლოებს და არ დააშორებს

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, საქართველო ისეთი ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რაც ევროკავშირთან დააახლოებს და არ დააშორებს. ამის შესახებ მან ესტონეთში საქართველოს ახალ ელჩთან, ზურაბ ხამაშურიძესთან შეხვედრისას განაცხადა. “შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არ დააშორებს”, – […]
ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დღესაც გაიმართება. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ 19:00 საათზეა დაანონსებული. როგორც ახალგაზრდებმა გუშინ განაცხადეს, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ცნობისთვის ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. […]
“დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება” – წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია იმ კანონის მიღება, „რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები“. საუბარია ე.წ. აგენტების კანონზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო 2024 წლის 17 აპრილს. ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ […]
ნიდერლანდების მთავრობამ შესაძლოა Facebook-ზე ოფიციალური გვერდები დახუროს

ნიდერლანდების მთავრობამ შესაძლოა Facebook-ზე ოფიციალური გვერდები დახუროს, თუ კომპანია Meta სოციალურ ქსელში მომხმარებელთა პირადი მონაცემების დამუშავების წესებს არ შეცვლის. როგორც Politico-ს ნიდერლანდების ციფრულ საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ალექსანდრა ვან ჰაფელენმა განუცხადა, ის Meta-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „მსურს, რაც შეიძლება მალე, Meta-სგან მივიღოთ პასუხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უპასუხებენ ისინი იმ საკითხებს, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, […]
ყირგიზეთმა TIKTOK დაბლოკა

სოციალური პლატფორმა TikTok ყირგიზეთში ოფიციალურად დაიბლოკა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს: “რეგულაციისა და თვალყურის სამსახურმა კავშირგაბმულობის ოპერატორებს აღნიშნული პლატფორმის შეზღუდვის თხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება მიღებულია “ბავშვთა ჯანმრთელობის, ფიზიკური, ინტელექტუალური, სულიერი და მორალური განვითარების” კანონის საფუძველზე”. ციფრული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, პლატფორმა “სრულიად უცენზუროა” და გადაწყვეტილების მიღებამდე გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების შედეგები, […]
ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების კალსოს სამხედრო ბაზაზე მდებარე სამეთაურო პუნქტში აფეთქების მიზეზი საჰაერო დარტყმა იყო. აფეთქების შედეგად, ერთი მებრძოლი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის უკან. კალსოს სამხედრო […]