საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ერთ სულზე საშუალო თვიური ხარჯები 300.8 ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი 125.6 ლარი (41.8%), სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე, ხოლო ყველაზე მცირე, 7.1 ლარი (2.4%) კი განათლებაზე მოდის. ბოლო 20 წლის მანძილზე, ხარჯები ყველა მიმართულებაზე მინიმუმ 4-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 20-ჯერ გაიზარდა, […]

რუსეთის მხარეს მებრძოლი ამერიკელი მოხალისე, სავარაუდოდ, რუსებმა თავად მოკლეს

რუსეთის მხარეს მებრძოლი ამერიკელი კომუნისტი მოხალისე, რასელ ბონერ ბენტლი, ზედმეტსახელად ტეხასი, რომელიც გასულ დღეებში დაიკარგა, მკვდარია. მისი სიკვდილის ინფორმაცია ჯერ მისმა ცოლმა, შემდეგ კი პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმაც დაადასტურა. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბენტლი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მე-5 სატანკო ბრიგადის სამხედროებმა დაუნდობლად მოკლეს. აქამდე, 15 აპრილს მისი ცოლი ამბობდა, რომ ბენტლი 8 აპრილს გავიდა უკრაინელთა […]

პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება. რუსთავის ჭალის ტყის კონსერვაციის მიზნით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისთვის, რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა რუსთავის ჭალის ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის პროცესში ჩართვა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასწავლო […]

გასაოცარი გარეგნობა, ბევრი სირთული პირად ცხოვრებაში და დიდი წარმატება – თაკო ტაბატაძის პორტრეტი – Marao

თაკო ტაბატაძემ სამსახიობო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ მოკლე დროში ბევრი საინტერესო როლის შესრულება მოუხდა. მისი დებიუტი ცნობილი რეჟისორის – ნანა ჯორჯაძის ფილმში შედგა. “პეპლების იძულებითი მიგრაცია” ეკრანებზე იანვარში გამოჩნდა. ამ ფილმში თაკო მთავარ როლშია. მისი გმირი ნინო, წარსულში ბალერინა, უკეთესი ცხოვრების საძიებლად საზღვარგარეთ, ემიგრაციაში მიდის. ფილმში ვხედავთ ქართული კულტურული ელიტის წარმომადგენლებს – […]

უკრაინის გენშტაბი: 24 საათში ფრონტზე ასზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 102 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთმა, უკრაინული ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 29 სარაკეტო იერიში და 67 საჰაერო დარტყმა განახორციელა, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. საჰაერო შეტევა იყო სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის […]

უცნობი ფოტოგრაფის გამოფენა – „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან”

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიების LibertyCon Europe 2024-ის ფარგლებში, 21 აპრილს, Love bar-ში გიწვევთ გამოფენაზე „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან”. „2022 წელს, ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდ დიდ შავ ჩემოდანში, ფართო ფორმატის 500-მდე მინის ნეგატივი იყო ჩალაგებული. დიგიტალიზაციის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, უცნობი ფოტოგრაფის არქივმა ახალი, უნიკალური პერსპექტივით დაგვანახვა 1930-იანი წლების თბილისი და საქართველოს სხვადასხვა მხარე. […]

თეთრი სახლის პრესმდივანი – აშშ-ის კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს

აშშ-ის კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. „როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, უკრაინელებმა კონგრესის უმოქმედობის გამო ტერიტორიები დათმეს. მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ, რომ კონგრესი წინ ორპარტიულ საფუძველზე მიიწევს. ჩვენ გვსურს, რომ კონგრესმა, სენატმა ეს დაამტკიცოს და იგი პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს და […]

კალასი: ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას

გუშინ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ესტონეთში საქართველოს ახალ ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა. კალასი X-ის პლატფორმაზე წერს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. “შევხვდი ესტონეთში საქართველოს ახალ ელჩს, ხამაშურიძეს. შევთანხმდით იმ საკითხზე, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, საქართველოს ნაბიჯები უნდა […]

სალაჰს “ლივერპულის” დატოვება სურს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა “ლივერპული” დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ეგვიპტელმა ეს გადაწყვეტილება იურგენ კლოპის “მერსისაიდელებიდან” წასვლის გამო მიიღო. გამოცემა აღნიშნავს, რომ სალაჰის გადაბირების მთავარი ფავორიტი “ალ იტიჰადია”, არაბული კლუბი მზადაა მოჰამედის სანაცვლოდ “ლივერპულს” 233 მილიონი ევრო გადაუხადოს. შეგახსენებთ, სალაჰი “ლივერპულს” 2017 წელს, “რომადან” შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა […]

ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას 20 აპრილსაც გამართავენ

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დასრულდა. როგორც მათ განაცხადეს, აქციას პარლამენტთან 20 აპრილსაც გამართავენ, კვლავ 19:00 საათზე. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „განვაგრძობთ ბრძოლას სტუდენტები. გამოდით ლექტორებო, გამოდით ყველა. ეს ქვეყანა ჩვენია, დასაკარგი არ გვაქვს. საქართველოს გაუმარჯოს, ვისია ეს ქვეყანა? ჩვენია. არანაირი […]