ვინ არიან ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის ორეულები – Marao

კანადელმა ფოტოგრაფმა ფრანსუა ბრუნელმა ერთხელ წამოიწყო პროექტი – იპოვა 400 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთისთვის არანაირ ნათესავებად ითვლებოდნენ, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად ჰგავდნენ ერთმანეთს. მსგავსება ყოველთვის მხოლოდ გარეგნულად არ შემოიფარგლება, არამედ შეიძლება მათ ცხოვრების სტილში იყოს: ქეიტ მიდლტონის მდგომარეობა უმჯობესდება – სად და როგორ ცხოვრობს პრინცესა რას ნიშნავს პრევენციული ქიმიოთერაპია, რომელსაც ქეით მიდლტონი გადის? პრინცესა მაკო და მეგან […]

როგორ აღმოჩნდნენ ჯეისონ სტეტჰემი და როზი ჰანტინგტონ-უაიტლი დაშორების საფრთხის წინაშე – Marao

როზი ჰანტინგტონ-უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი ათ წელზე მეტია ერთად არიან: ამ ხნის განმავლობაში მათ რამდენჯერმე მოახერხეს დაშორება და შერიგება, ნიშნობა და მშობლებიც გახდნენ. გარედან 36 წლის როზი ჰანტინგტონ-უაითლის და 56 წლის ჯეისონ სტეტჰემის კავშირი წარმოუდგენლად ჰარმონიულად გამოიყურება. ცნობილი სახეები, პრინციპში, არ საუბრობენ ურთიერთობის დეტალებზე და ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, არ ცდილობენ პირადი ცხოვრება მომგებიან შოუდ აქციონ. […]

მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრეს. „ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო […]

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 4 ნიშანს რომელსაც აპრილის ბოლომდე გაუმართლებთ.

· 136 თუ აპრილის თვის გეგმები ჯერ ვერ შეასრულეთ და დასახული მიზნების შემთხვევაშიც წინსვლას ვერ ხედავთ, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. თვის ბოლომდე არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა, რომლებიც როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე მოახდენს გავლენას. (ასევე დაგაინტერესებთ: საუკეთესო პერიოდი 2024 წლის აპრილში, როცა შეგიძლიათ, ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ, არსებულ ურთიერთობაში კი ჰარმონია იპოვოთ – ასტროლოგები ასახელებენ) […]

ლონდონსა და ბოსტონში რუსული კანონი გააპროტესტეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება დიდი ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოსთან. ლონდონში, დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილებმა, ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე, რომელიც, აქციის მონაწილეთა თქმით, საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობასთან შეკრებილებმა თქვეს, რომ პროტესტი პარლამენტის მიერ კანონის უკან გაწვევამდე, ჩაგდებამდე გაგრძელდება. ქართული დიასპორა […]

„სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორ ისრაელურ ორგანიზაციას, რომლებიც ულტრამემარჯვენე აქტივისტებისთვის თანხას აგროვებდნენ“ – CNN

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორ ისრაელურ ორგანიზაციას( „მაუნთ ჰებრონის ფონდი“ და „შლომ ასირაიხი“ ), რომლებიც ულტრამემარჯვენე აქტივისტებისთვის თანხას აგროვებდნენ. ორივე პირი აშშ-მა სასანქციო სიაში ჯერ კიდევ თებერვალში შეიყვანა, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე გაზრდილი ძალადობის ფონზე, აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა.

“მანჩესტერ სიტი” ახალ მწვრთნელს ეძებს – “ქალაქელები” გვარდიოლას დაემშვიდობებიან

“მანჩესტერ სიტი” პეპ გვარდიოლას 2025 წლის ზაფხულში დაემშვიდობება, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ხორხე პიკონი ავრცელებს. პეპს “ქალაქელებთან” კონტრაქტი მომდევნო სეზონში ეწურება და “სიტის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი სპეციალისტი შეცვლის ესპანელს, თუმცა გასულ წელს ბრიტანული გამოცემები აქტიურად იუწყებოდნენ, რომ “ქალაქელები” გვარდიოლას იდეალურ შემცვლელად “ბრაიტონის” მთავარ მწვრთნელს რობერტო დე ძერბის მიიჩნევდნენ. […]

The Wall Street Journal-ი – „ჰამასის“ ლიდერები პოლიტიკური შტაბ-ბინის კატარიდან გადატანას განიხილავენ

„ჰამასის“ ლიდერები პოლიტიკური შტაბ-ბინის კატარიდან გადატანას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. WSJ-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კატარმა და ეგვიპტემ, რომლებიც მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში შუამავლების როლს ასრულებენ, „ჰამასის“ წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერეს, რათა შეთანხმების პირობებს დასთანხმდნენ. „მოლაპარაკებები შეფერხდა, იმის პერსპექტივა, რომ ისინი განახლდება თითქმის არ […]

ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი – ამერიკა რომ ერთი წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული

ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი – ამერიკა რომ ერთი წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული „საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი – სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი” – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა […]

ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს

ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს „გლობალურად რომ შევხედოთ, ამ ეტაპზე, საქართველოზე ძლიერი ზეწოლა არ არის, რომ ომში ჩაერთოს, მაგრამ ეს საფრთხე არ გამქრალა და დღითი დღე იზრდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორია […]