საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რაოდენობა იზრდება – ფრაქცია „ქართულ ოცნების“ ინიციატივა

პარლამენტს მალე წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება. დღეს მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხვი საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რაოდენობის 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ცვლილებით კი ეს რიცხვი 20%-მდე გაიზრდება, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯებიც. შარშან, პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორთა საქმიანობა ანაზღაურებადი გახდა. […]
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დვანთან ახლოს ე.წ. სასაზღვრო კონსტრუქციებს აგებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კონსტრუქცია განათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კონსტრუქციები 300-მეტრიანი დაშორებით დაამონტაჟეს. ისინი მავთულხლართებიდან დაახლოებით 20-30 მეტრით არის დაშორებული. დვანელების თქმით, ე.წ. მესაზღვრეები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე კვირაა რაც მუშაობენ და საინჟინრო ნაგებობებს ამონტაჟებენ, მავთულხლართების გარდა […]
„რუსეთი სომხეთს მოკავშირედ არამხოლოდ იურიდიულად მიიჩნევ“ – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთს მოკავშირედ არამხოლოდ იურიდიულად მიიჩნევს. ის იმედოვნებს, რომ სომხეთში არიან ისეთები, ვისაც ესმით რუსეთის მნიშვნელობა სომხეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. სერგეი ლავროვმა აშშ-ისა და ევროკავშირის ქმედებებს, სომხეთის რუსეთისგან განცალკევების მიზნით, ამპარტავნული და უსირცხვილო უწოდა. „სომხეთის ეკონომიკის 35% რეალიზდება „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ მონაწილეობით. გასულ წელს […]
მამუკა ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ხელოვანი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე ემოციური პოსტით ეხმაურება. “ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვას რომ არ ჰგავს ისეთი. ნათელში იყავი, ჩემო ძმაო…” […]
სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ვასილ როსტევანიშვილს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა

ტაბიძის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ვასილ როსტევანიშვილს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი დაკავებული დაცვის თანამშრომლის 3 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ოფიციალური ინფორმაციით, ქურთიაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღით, გიორგი რუხაძე და მისი დაცვის მეორე წევრი სამი დღის წინ დაჭრა. სამიდან ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მოტივი კრიმინალურ […]
სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავცელებს. თვითმხილველების თქმით, სანამ მამაკაცი საწვავს გადაისხამდა, ბროშურები გაფანტა. მედიის ცნობით, მამაკაცი მრავლობითი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცის ქმედების მოტივი უცნობია.
აზერბაიჯანში რკინით გამდიდრებული ფქვილი გაიყიდება

აზერბაიჯანში რკინით გამდიდრებული ფქვილი გაიყიდება. ამის შესახებ საჯარო მოსმენაზე – „სასურსათო უსაფრთხოების სისტემა და მისი როლი ერთიან ჯანდაცვის კონცეფციაში“, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (AFSA) თავმჯდომარემ, გოშგარ თაჰმაზლიმ განაცხადა. მისივე თქმით, რკინადეფიციტური ანემიის პრევენციის მიზნით, ხორბლის ფქვილის გამდიდრებასთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი: „ფქვილის რკინით გამაგრების პროცესი განხორციელდება პურის მწარმოებელ საწარმოებსა და ფქვილის ქარხნებში. ამრიგად, ჩვეულებრივ ფქვილთან […]
„კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს“ – ევროპული ბიზნეს ასოციაცია

ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორთა საბჭო ევროპული ბიზნეს ასოციაცია, “რუსული კანონის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, კანონპროექტი ბევრ რისკს შეიცავს, მათ შორის უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების მიმართულებით. ასოციაციამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ სასწრაფოდ გაიტანონ აღნიშნული კანონპროექტი. “პატივცემულო სპიკერო, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) დირექტორთა საბჭოს სახელით ვეხმიანებით კანონპროექტს […]
დაიღუპა კაცი, რომელმაც ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოსთან თავი დაიწვა

კაცი, რომელმაც ნიუ-იორკის სასამართლოს წინ, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას თავი დაიწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. NBC News-მა და სხვა ამერიკულმა მედიებმა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს, დილით გაავრცელეს. დაღუპული იდენტიფიცირებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 30 წლის მაქს აცარელოა. აცარელო სასამართლოს შენობის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ტელევიზიების კამერების თვალწინ იწვოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ზურგჩანთიდან ბროშურები ამოიღო და ჰაერში […]
ლაზარეს ადვოკატის თქმით, სასამართლო 14-დღიან ვადას პროცესის გაჭიანურების მიზნით იყენებს

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 14-დღიანი ვადა პროცესის გაჭიანურების მიზნით ითხოვა, რის გამოც, გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა ვერ დატოვებს. “გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, რაზედაც გუშინ გაგვცა უკვე წერილობით პასუხი, რომ აქვს 14-დღიანი ვადა მრავალტომიან საქმეებზე და ლოგიკურია, რომ გამოიყენებს 14 დღის ვადას. 4 პოლიციელის ნარატივი ვერანაირად ვერ იქნება […]