პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, პოლონელმა ფერმერებმა შეგინი-მედიკასა და კრაკოვეც-კორჩევას გამშვებ პუნქტებთან საპროტესტო აქციები დღეს, დილის 9:00 საათის შემდეგ დაასრულეს. „სატვირთო მანქანების რეგისტრაცია და საზღვრის გადაკვეთა ორივე მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში. […]

სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ. მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა. საუბარია სოფლებზე – ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო ბოლო წლებში მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ. მედიის ცნობით, მხარეები ასევე […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას 10-მდე პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა […]

უცხოელი ინვესტორებისგან არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მივიღეთ — EBA რუსული კანონის გაწვევას ითხოვს

„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ (EBA) დირექტორთა საბჭო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართავს, გაიწვიონ „რუსული კანონი“, რომელიც „პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაცულ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რაც აფერხებს საქართველოს წინსვლას ამ გადამწყვეტი მიზნისკენ.“ პაპუაშვილისთვის 17 აპრილს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უცხოელი ინვესტორებისა და ევროპელი პარტნიორებისგან ასოციაციაში არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მიიღეს. „ეს კანონპროექტი არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს […]

ევროპაში სახლის ფასები ბოლო ათწლეულში პირველად შემცირდა

Eurostat-ის მონაცემებით 2023 წელს ევროპაში სახლების ფასები ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად შემცირდა. კერძოდ, ევროკავშირში კლებამ 0.3%, ხოლო ევროზონაში – 1.1% შეადგინა. ლუქსემბურგსა და გერმანიაში ფასები ყველზე მეტად (9.1%-ითა და 8.4%-ით) შემცირდა, ფინეთსა და შვედეთში კი 5.6%-ითა და 5.3%-ით. ამავდროულად, ფასები გაიზარდა ბულგარეთში, ხორვატიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და პორტუგალიაში. ამ ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 8%-დან 12%-მდე მერყეობს. ეკონომისტების […]

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ. „ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე შეხვდა. მან საქართველოს თავდაცვის […]

ირაკლი ქარსელაძე ლონდონში წყლის მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

მინისტრმა ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებსა და მათ შედეგებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი წარმატებული პროექტისა და სახელმწიფოს მხრიდან სექტორის ყოველწლიურად მზარდი დაფინანსებისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგების საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2025 წლამდე საქართველოს ქალაქები, ხოლო 2030 წლამდე ქვეყნის სრული […]

სტუდენტის თქმით, კობახიძის ლექციაზე საქართველო-ევროკავშირის დროშებით მისვლის გამო არ შეუშვეს

სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს, რადგან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეკეთა. როგორც სტუდენტი მთავარ არხთან ამბობს, იგი აუდიტორიამდეც არ მიუშვეს. “ირაკლი კობახიძის ლექცია იყო, მე ვარ მისი სტუდენტი. პირველ კურსზე ვარ. არათუ, ზოგადად, ლექციაზე, ფაქტობრივად, აუდიტორიასთანაც არ მიმიშვეს. მიზეზად ის ჰქონდათ, რომ დროშები გიკეთიაო. თუმცა, აქამდეც ვყოფილვარ […]

ვინ არის 23 წლის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც Amazon-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გახდა

რადიო „კომერსანტის“ რუბრიკაში „საზღვრებს მიღმა“, Amazon-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, სტეფანე გურგენიძემ, საკუთარ კარიერულ მიღწევებსა და გამოცდილებაზე ისაუბრა. დამწყებ პროგრამისტებს კი პროფესიული რჩევები მისცა. – საიდან დაიწყო ყველაფერი და რა გზა გაიარეთ, სანამ Amazon-მდე მიხვიდოდით? პროგრამირების სწავლა უნივერსიტეტიდან დავიწყე. ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში სწორედ იქ გადავდგი. მივიღე კარგი საბაზისო ცოდნა, რის შემდეგაც, მალევე, სწავლის პარალელურად, […]

შევძლებთ, რომ ფერმერებს პრობლემის გადაწყვეტის გზები AI-ის საშუალებით შევთავაზოთ – Agronnect

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვა აქტუალურ პრობლემად რჩება – ამ გამოწვევების დასაძლევად კი Agronnect-ი ფერმერებს სთავაზობს პლატფორმას, რომლითაც ისინი პროფესიონალ აგრონომებს ონლაინ კონსულტაციისთვის უკავშირდებიან – Agronnect-ის შექმნის იდეაზე მისი თანადამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა, BMGDrive-ის ეთერში საუბრობს. “პრობლემად ავიღეთ მოცემულობა, რომ საქართველოში თანამედროვე ცოდნის მქონე აგრონომი დიდ დეფიციტშია, შედეგად კი გვაქვს ის, რომ მიუხედავად ფერმერის […]