„არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით ბათუმში ცენტრალურ პარკიდან ქალთა მარშის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან

„არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით ბათუმში ცენტრალურ პარკიდან ქალთა მარშის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სიმბოლურად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ადგილზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” კანონპროექტი, საქართველოს აშორებს ევროპას და აახლოებს რუსეთს. „ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სიმბოლურად მოვედით, რომ აქედან ყველას გავაგონოთ […]

„რაფაჰზე ისრაელის თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა“ – BBC

ისრაელმა გვიან ღამით ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე ტანკებითა და თვითმფრინავებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. მინისტრმა დასძინა, რომ ერთ-ერთი დარტყმისას საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

თბილისში, ქალთა მარში – „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა

„ქალებთან ფრთხილად!“, „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ“ კანონს!“ „კვოტები დააბრუნეთ, ფარჩაკებო“ – ამ მოწოდებებით, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში – „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ქალების მთავარი სათქმელი არის „არა რუსულ კანონს!“ „მთავარი სათქმელი არის „არა რუსულ კანონს!“ იმიტომ, რომ ეს კანონი იქნება ჩვენი […]

„ქალები ვირჩევთ ევროპას!“ — პარლამენტთან მორიგი ანტირუსული აქცია იმართება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მორიგი ანტირუსული კანონი იმართება მთავარი ლოზუნგით — „ქალები ვირჩევთ ევროპას!“ ქალების მარში რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს არაერთ ქალაქში ერთდროულად დაიწყო. აქციაზე, რომლის ორგანიზატორებიც ქალები არიან, ადამიანები მისულები არიან ოჯახებით, პატარა ბავშვებით, შინაური ცხოველებით. აქციაზე შეხვდებით შემდეგი შინაარსის პლაკატებს: · „ქართველ ძაღლს არ ერქმევა „საბაკა“ · „შვილებო, ამოდით, ჭამეთ და ჩადით ისევ აქციაზე“ […]

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პალესტინაში ისრაელის ოკუპაციის დასრულება უნდა იყოს

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პალესტინაში ისრაელის ოკუპაციის დასრულება უნდა იყოს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ეგვიპტელ კოლეგასთან, სამეჰ შუკრისთან შეხვედრისას განაცხადა. „ნებისმიერი განვითარება, რომელმაც შეიძლება ამ ფაქტისგან ყურადღება გადაგვატანინოს, იგნორირებული უნდა იყოს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პალესტინაში ისრაელის ოკუპაციის დასრულება და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა უნდა იყოს“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა. ეგვიპტის […]

„ქართული ოცნების“ ლიდერები გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზაალ დუგლაძე, გიორგი სოსიაშვილი, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, ლევან ხარაბაძე. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა […]

ახალი ტექნოლოგიებისა და ეკონომიკების მწვანე სტანდარტებზე გადასვა 69 მილიონ სამუშაო ადგილს შეიქმნის- Future of Jobs Report

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის ანგარიშის, Future of Jobs Report-ის თანახმად, ახალი ტექნოლოგიებისა და ეკონომიკების მწვანე სტანდარტებზე გადასვლით მსოფლიოში 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამავდროულად დღეს არსებული 83 მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგას ეკონომიკური სირთულეებისა და ავტომატიზაციის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა, ერთი მხრივ, არსებული სამუშაო ძალის გადამზადება და, მეორე მხრივ, განათლების […]

“ამსტერდამში კინაღამ ჭკუიდან გადავედი” – მიქაუტაძემ “აიაქსში” გატარებული საშინელი პერიოდი გაიხსენა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „აიაქსიდან“ იჯარის წესით „მეცში“ დაბრუნდა, „ეკიპთან“ ამსტერდამულ გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა: „ორ თვეზე მეტი სასტუმროში გავატარე, ოთახში მარტო ვიყავი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. კლუბი ბინის მოძებნაში არ დამეხმარა. შემდეგ Airbnb-ზე საცხოვრებელი ფართი ვიქირავე, სადაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. იქ არავის არ ვიცნობდი, მათ ენაზე ვერ […]

“ქალები ვირჩევთ ევროპას” – აქცია თბილისში

ფოტოები – თაიმერი “ქალები ვირჩევთ ევროპას” – ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედანზე ქალთა მარში იმართება. გამოცემა თაიმერის ცნობით, მარში ასევე დაგეგმილია ქუთაისში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში. მარშის ორგანიზატორები არიან ქალთა მოძრაობა და თანასწორობის მოძრაობა. ისინი პარლამენტს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პალესტინის გაერო-ს შემადგენლობაში მიღება ისტორიული უსამართლობის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯია

პალესტინის გაერო-ს შემადგენლობაში მიღება ისტორიული უსამართლობის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ განაცხადა. „პალესტინის გაერო-ს შემადგენლობაში დაუყოვნებლივ მიღება ხანგრძლივი ისტორიული უსამართლობის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ვანგ იიმ. შეგახსენებთ, ხუთშაბათს, აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც პალესტინის გაერო-ს სრულუფლებიან წევრად აღიარებას ითვალისწინებდა, ვეტო დაადო.