ჩაკვეტაძემ ვერ ითამაშა – “უოტფორდმა” “ჰალთან” ქულები გაიყო

ჩემპიონშიფის 44-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ჰალს“ დაუზავდა – 0:0. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშა. „უოტფორდი“ 53 ქულით მე-15 ადგილზეა და 27 აპრილს „სანდერლენდს“ უმასპინძლებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, გიორგის გუნდი კი უმოტივაციოდაა, რადგან პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონაში ვერ მოხვდება და გავარდნის საფრთხეც არ ემუქრება. უოტფორდი – ჰალი 0:0 […]
„ეკვადორის პრეზიდენტმა ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა“ – Reuters

ეკვადორის პრეზიდენტმა ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ეკვადორში ენერგეტიკული კრიზისი „ელ-ნინიოს“ კლიმატური ფენომენით გამოწვეული გვალვის შედეგად წარმოიქმნა, რამაც ჰიდროელექტროსადგურების მუშაობას პრობლემები შეუქმნა. ცნობისთვის, ეკვადორის პრეზიდენტმა, რიგით მეორე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დანიელ ნობოამ პირველად საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის იანვარში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა, პატიმრებმა […]
პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას “ქალთა მარშის” მონაწილეებიც შეუერთდნენ. მათ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და პარლამენტთან დაასრულეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ცნობისთვის, ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც, ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი […]
ესაა ვარდების რევოლუციის მონაპოვარი – ზურაბ ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, “თბილისი პრაიდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის მიერ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ციტატის – “მამული, ენა, სარწმუნოება” შეცვლას და მის ნაცვლად “მამული, ენა, ერთობა”-ს დაწერას, სოციალურ ქსელში აფასებს. ქადაგიძის თქმით, ეს არის ლომაია-გვარამიას და ბოკერია-რამიშვილის ექსპერიმენტული განათლებისა და ლიბერალური ფაშიზმის შედეგი. მისივე განცხადებით, კარგია, რომ ეს ადამიანები უმცირესობაში არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1937 […]
“სლოგანიც კი შეცვალეს “ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება“- სარწმუნოება

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი სარწმუნოებას ეწინააღმდეგებიან. მდინარაძის თქმით, ქართველმა ხალხმა შეძლო და დღემდე მოიტანა „ენა, მამული, სარწმუნოება“ და დღეს გარკვეულმა პირებმა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. […]
“ქალების ოცნება – “რუსულ კანონზე” ძლიერია” – თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში იმართება „ქალების მარში“

„ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ – ამ ლოზუნგით დღეს, 20 აპრილს, თბილისში, პარლამენტის წინ იმართება ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული ქალთა მარში, რომელიც ათობით ქალი მონაწილეობს. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ „აგენტების კანონის“ უკან გაწვევას. ქალთა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან გაგრძელდა. „მე მჯერა ქალების ძალის და მგონია, რომ ერთად შევძლებთ ხელისუფლება გადავარწმუნოთ“, – ამბობს აქციის მონაწილე ნინა გოგია. […]
მდინარაძე სტუდენტებზე: ენა, მამული და ერთობაო, თქვეს – სარწმუნოება ამოიღეს

“გაბედეს და ბოლოს, ქართულ იდენტობას, მთავარს, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან? […] ის ტექსტი ჰომ ვიღაცამ შეადგინა? იქ ვინც იყო იმასთან კი არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ჰომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ, მამული, ენა, სარწმუნოება, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ, 1878 წელს შეიცვალა და ენა წამოვიდა პრიორიტეტად და სლოგანად გამოიყენეს – მამული, ენა, სარწმუნოება – […]
ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ინდოეთი ლიდერობს მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც ამჟამად 1,442 მილიარდ ადამიანს შეადგენს. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშიდან ირკვევა, მეორე ადგილზე ჩინეთია 1,425 მილიარდი მოსახლეობით. ფონდი ინდოეთის მოსახლეობის ზრდას ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დედათა სიკვდილიანობის შემცირებას უკავშირებს. UNFPA-ის შეფასებით, 1990 წელს ინდოეთი შეადგენდა მსოფლიოში დედების სიკვდილიანობის 26%-ს, ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის 8%-მდე შემცირდა. მკვლევარები ამ პროგრესს […]
ირაკლი ღარიბაშვილი და მამუკა მდინარაძე გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. გორში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზაალ დუგლაძე, გიორგი სოსიაშვილი, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, ლევან ხარაბაძე. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე, […]
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რუსი მესაზღვრეები დატოვებენ სომხეთის ტავუშის რეგიონს

რუსეთის მესაზღვრეები დატოვებენ სომხეთის ტავუშის რეგიონში აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეები ერთად შეძლებენ საზღვრის დამოუკიდებლად დაცვას. ფაშინიანმა განმარტა, რომ რუსულ სასაზღვრო პუნქტებს საზღვრისპირა ზონიდან გაიყვანენ მას შემდეგ, რაც იქ მოხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია და შემდგომი დემარკაცია. პრემიერს ზუსტი თარიღები არ დაუსახელებია. „რუსული პოსტები იქ […]