აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი (210 დემოკრატი, 101 „რესპუბლიკელი“), წინააღმდეგ კი 112 წავიდა (ყველა „რესპუბლიკელი“). მის მიღებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. ახლა პაკეტი განსახილველად აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა ისევე, როგორც ცვლილებები სენატის კანონპროექტში HR.815 აშშ-ის […]
ბათუმში, სტუდენტებმა ქალაქში მსვლელობა დაასრულეს და ევროპის მოედანზე აქციას მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით, სტუდენტებმა ბათუმში ქუჩებში მსვლელობა დაასრულეს და ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციას აგრძელებენ. პროტესტის აქციის მონაწილეები, თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. “საქართველოს გაუმარჯოს! ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ გამოვიდეთ და პოზიცია დავაფიქსიროთ არჩევნებზეც. შემოგვიერთდით ხალხო, რუსულ კანონს გვთავაზობენ, რაც საქართველოს უკან აბრუნებს”, – აცხადებენ აქციაზე შეკრებილები
თითქმის 500 დღიანი პაუზის შემდეგ, კონგრესმა უკრაინის მხარდამჭერი პაკეტი 311 ხმით დაამტკიცა

ხანგრძლივი დებატებისა და შეფერხების შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $61 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 311-მა წევრმა 112-ის წინააღმდეგ. როგორც CNN იუწყება, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა კენჭისყრის შემდეგ დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს. აღნიშნული თანხები მოხმარდება, მათ შორის, უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას, ასევე პარტნიორების დაფინანსებას, რომლებიც უკრაინას […]
მსოფლიოს TOP-10 ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქი

SWITZERLAND GLOBAL ENTERPRISE-ის მონაცემებით, ციურიხმა მსოფლიოს „ყველაზე ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. Smart City Index 2024, რომელიც შვეიცარიის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) მიერაა შედგენილი, 2019 წლიდან, სიაში ციურიხი ლიდერობს. ინდექსი ეფუძნება მეგაპოლისების ეკონომიკური და ტექნოლოგიური ასპექტების შეფასებებს, ასევე ფაქტორებს, როგორიცაა მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, გარემო და ინკლუზია (ჯამში 142 ქალქი შეფასდა). ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ […]
კონგრესმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კონგრესმა მხარი დაუჭირა რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ. თანხები შემდეგნაირად განაწილდება: $27 მილიარდი – პირდაპირი სამხედრო დახმარება; $23 მილიარდი – ამერიკის სამხედრო არსენალების შევსება; $7.8 მილიარდი – პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება; $1.8 მილიარდი – ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის 311-მა კანონმდებელმა უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა, 112-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რესპუბლიკელი კონგრესმენები ორად გაიყვნენ. 112-ივე კანონმდებელი, რომელმაც უარი თქვა მხარდაჭერაზე, რესპუბლიკელი იყო, თუმცა, ამავდროულად, დანარჩენმა 100-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამერიკელმა კანონმდებლებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ უკრაინის დროშები ააფრიალეს. […]
წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $61-მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

ხანგრძლივი დებატებისა და შეფერხების შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $61 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 311-მა წევრმა 112-ის წინააღმდეგ. დახმარების გამოყოფა ამ დრომდე, ძირითადად, რესპუბლიკური პარტიის წინააღდმეგობის გამო ვერ ხერხდებოდა. საბოლოოდ, ეს წინაღობა დაიძლია. როგორც CNN იტყობინება, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა კენჭისყრის შემდეგ დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს. აღნიშნული თანხები […]
უმწეო “ნაპოლი” “ემპოლისთან” დამარცხდა

სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის წინ კოკისპირულად იწვიმა, თუმცა შემდეგ გამოიდარა და შეხვედრა შესანიშნავ პირობებში ჩატარდა. ტრადიციულად დებიუტში ნეაპოლელთა უხეირო დაცვა ჩავარდა და მასპინძლები თავურით ჩერიმ დააწინაურა. სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე […]
როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “ემპოლისთან” მატჩში?

სერია A-ს 33-ე ტურში “ნაპოლი” “ემპოლის” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.3 ქულა, Sofascore 6.4 ქულა, Whoscored 6.1 ქულა. შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. კალცონას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 28 აპრილს, […]
“ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო. ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით” – მარიამ შენგელიას პორტრეტი და უცნობი ამბები – Marao

“ახლა პროფესიული აღმაფრენისა და წარმატების პერიოდი მაქვს, ეს დიდწილად ამ ადამიანის დამსახურებაა”, – ამბობს მომღერალი მარიამ შენგელია. ვინ არის ის ადამიანი, რომელი სიმღერის გამო მიიღო ძალიან ბევრი კომპლიმენტი, რა ენატრება ყველაზე მეტად, როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ. – დაბადების თარიღი… – […]