აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან მსვლელობას სანაპიროსკენ აგრძელებენ

რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან მსვლელობით ჯერ ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლეს, ახლა კი მსვლელობას სანაპიროსკენ აგრძელებენ. თავდაპირველად, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან “ქალების მარში” გაიმართა. მარშის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ, მოგვიანებით – 19:00 საათზე კი მათ სტუდენტები შეუერთდნენ. მეორე დღეა, სტუდენტები თვითორგანიზებითა და სპონტანურად პარლამენტთან იკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე მიდიან. […]

ახალგაზრდები ისევ შეიკრიბნენ და დედაქალაქში მორიგ მსვლელობას მართავენ

ახალგაზრდები რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს ისევ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზრიზე. ისინი მსვლელობით გაემართნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, ორბელიანის მოედნის მიმართულებით, როგორც თავად ამბობენ, პრეზიდენტისთვის მადლობის გადასახდელად. ამის შემდეგ ისინი მსვლელობას გეგმავენ ქართლი ოცნების ცენტრალური ოფისის მიმართულებით. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა – reuters

სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღინსა და „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად. „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეიარაღებული […]

საპროტესტო აქციის მონაწილეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მსვლელობით სანაპიროსკენ მიემართებიან, რის შემდეგაც, მთაწმინდის პანთეონში მისვლას გეგმავენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც პარლამენტის შენობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, მსვლელობით სანაპიროსკენ მიემართებიან. რის შემდეგაც სავარაუდოდ, ისინი მთაწმინდის პანთეონში, ილია ჭავჭავაძის საფლავთან ავლენ. იუსტიციის სახლთან, გზის სავალი ნაწილის ნახევარი გადაკეტილია. მოქალაქეები აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას ხმოვანი სიგნალებით უცხადებენ. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის წინ მდებარე ხიდიდან საქართველოს დროშა გადმოფინეს.

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გამორიცხული არაა, მათთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს. ადმინისტრაციასთან შეკრებილები სკანდირებენ “წინ ევროპისკენ”, “არა რუსულ კანონს”, “საქართველო”. “ერთად გავაგონოთ ხმა, ვისია საქართველო? – ჩვენია! პრეზიდენტმა მორალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა, თხოვნაა გავამხნეოთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს […]

სამანტა პაუერი: უცხოური გავლენის კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას

საქართველოს პარლამენტში განხილული “უცხოური გავლენის” შესახებ კანონმდებლობა ქვეყნის აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ცრუ სტიგმატიზაციას ახდენს და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროინტეგრაციისკენ, რისთვისაც მისი ხალხი ასე ძლიერ იბრძოდა.

11 მაისს ბუნებრივი ღვინის ფესტივალი გაიმართება

ბუნებრივი ღვინის ბარი „საამურის“ ორგანიზებით 11 მაისს, „ფაბრიკაში“ უკვე მესამედ ბუნებრივი ღვინის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ „საამურის“ დამფუძნებელმა მაია ჭოხონელიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

აშკარაა “ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით” – ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის “ენჯეო” სექტორი და მედიასაშუალებები”. “ნათქვამია: “წიწაკა ვინაც ჭამა, პირი იმას ეწვისო”! ასეა ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი აქვთ ნაჭამი ჩვენს სახელმწიფოში ჩაბუდებულ მეხუთე კოლონას. იგივე ენჯეოთა გარკვეულ, ახლა ქუჩაში გამოსულ, ნამეტნევად […]

პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ემპოლისთან” 0:1 მარცხდება

სერია A-ს 33-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ემპოლისთან“ 0:1 მარცხდება. მატჩის წინ კოკისპირულად იწვიმა, თუმცა შემდეგ გამოიდარა და შეხვედრა შესანიშნავ პირობებში ჩატარდა. ტრადიციულად დებიუტში ნეაპოლელთა უხეირო დაცვა ჩავარდა და მასპინძლები თავურით ჩერიმ დააწინაურა. სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ […]