აშშ-ის წარმომადგელთა პალატამ უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ეს ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის ისრაელისთვის და ტაივანისთვის. მთლიანობაში პაკეტი მოიცავს 95,3 მილიარდ დოლარს, რაც შეესაბამება იმ თანხას, რომელიც აშშ-ის სენატმა თებერვალმა დაამტკიცა. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის პაკეტში რამდენიმე განსხვავებაა სენატის დოკუმენტთან შედარებით. მიმომხილველთა აზრით, ამ […]
სმარტფონების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სტატუსი Samsung-ს ერგო

Apple-მა სმარტფონების ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სტატუსი დაკარგა, პირველ პოზიციაზე კი Samsung-მა გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას THE FINANCIAL TIMES-ი ავრცელებს. როგორც სტატიიდან ირკვევა, ფირმის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში Apple-ის გაყიდვები 10%-ით შემცირდა. ბაზრის უდიდესი, 20.8%-იანი წილი კი Samsung-მა დაიკავა. ასევე, გლობალურად სმარტფონების მიწოდება ამავე პერიოდში 7.8%-ით გაიზარდა და 289.4 მილიონი ერთეული შეადგინა. IDC-ის მონაცემებით, Apple-მა […]
ახალგაზრდები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ წავიდნენ – საპროტესტო აქციები

დემონსტრანტებმა პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ათონელის რეზიდენციიდან პარლამენტისკენ გაემართნენ. უკვე მესამე დღეა ახალგაზრდები თვითორგანიზებით იკრიბებიან. მათი მითხოვნა უცვლელია – ,,არა რუსულ კანონს”
მამარდაშვილის ვალენსიამ” “ბეტისთან” მნიშვნელოვანი მატჩი წააგო

ლა ლიგის 32-ე ტურში „ვალენსია“ სახლში, ევროტურნირებზე გასასვლელ ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ბეტისთან“ 1:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა პერესმა თავისი გუნდი დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა თამაში გამოასწორეს, პეპელუმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პერესმა რიკოშეტით სევილიელები ისევ წინ გაიყვანა და გამარჯვება მოუპოვა. მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.9, Flashscore 6.7, […]
Nippon Airways ბიზნეს კლასში Wi-Fi-ს უფასოს გახდის

ამ ზაფხულიდან All Nippon Airways (ANA) საერთაშორისო ფრენებზე ბიზნეს კლასის მგზავრებს უფასო Wi-Fi-ს შესთავაზებს. მართალია, თავდაპირველად სერვისი არ იქნება ხელმისაწვდომი სამ Boeing 777-300ER-ზე, რომელიც არ არის აღჭურვილი ახალი THE Room ლუქსით, ასევე უფასო Wi-Fi გარკვეული პერიოდი ვერ იქნება ექვს 767-300ER-ზე. 2025 წლის მარტის ბოლოდან ავიაკომპანია ANA-ს პრემიუმ-ეკონომისა და ეკონომკლასის მგზავრებს შეეძლებათ უფასო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – სენატის მიღებული კანონპროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაგვეხმარება ომის გაფართოება აღვკვეთოთ და გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას – წარმომადგენელთა პალატას, ორივე პარტიას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს “გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიას სწორ მსვლელობას უნარჩუნებს.” მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ აშშ-ის […]
კონგრესმა უკრაინის დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის “უსაფრთხოების აქტის” მხარდაჭერა და მიღება შეძლო 311 ხმით, 112 ის წინააღმდეგ. რესპუბლიკური პარტიის ერთმა წევრმა თავი შეიკვა. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ შაბათს, 95 მილიარდი დოლარის ოდენობის საკანონმდებლო პაკეტს უყარა კენჭი, რომელიც ოთხი ინდივიდუალური ნაწილისგან შედგება. დახმარება მიზნად ისახავს სამხედრო დახმარების გაწევას უკრაინის, ისრაელის და ტაივანისთვის, და შეიცავს ამერიკის უსაფრთხოების განმტკიცების […]
გრიგოლ გეგელია – რას ნიშნავს ღარიბაშვილის განცხადება, რომ სტატუსის მიღებით საქართველომ “მაქსიმუმს მიაღწია”? ეს განაცხადია, რომ არ აპირებენ ნაბიჯები გადადგან ევროკავშირისკენ – დადგა მომენტი, ხალხმა პასუხი გასცეს რუსეთის მსახურ მთავრობას!

ღარიბაშვილი ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიზანი არ არის საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანება, – ასე ეხმაურება “ლელოს” საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ახლა საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. გეგელია მიიჩნევს, რომ დადგა მომენტი, როდესაც ქართველმა ხალხმა მკაფიო პასუხი გასცეს რუსეთის მსახურ მთავრობას. “დღეს რუსეთის ვასალმა ღარიბაშვილმა პირდაპირ […]
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან სანაპიროს გავლით მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან „არა რუსულ კანონს“, „საქართველო“ სკანდირებენ. აღნიშნული ლოკაციის შემდეგ ისინი სავარაუდოდ, მთაწმინდის პანთეონისკენ გადაინაცვლებენ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, მხარი 360-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 58 წინააღმდეგ წავიდა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში – Compensation […]