„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ. თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები – „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის იურიდიულ […]

ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო

სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ. თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები – „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის იურიდიულ […]

რუსეთის მომარაგების გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პირადად გააფრთხილებს ჩინეთს სანქციების შესახებ

აშშ მზადაა დააწესოს სანქციები, თუკი პეკინი გააგრძელებს რუსეთის მომარაგებას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პირადად გეგმავს გააფრთხილოს ჩინელი მაღალჩინოსნები, წერს Financial Times და Bloomberg. ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში 24-26 აპრილს შედგება. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთს უნდა შეატყობინოს, რომ აშშ და მათი მოკავშირეები, სულ უფრო ნეგატიურად უყურებენ რუსული სამხედრო მანქანის ჩინეთის […]

აშშ განიხილავს კიევში ახალი სამხედრო მრჩევლების გაგზავნის საკითხს

აშშ მსჯელობს კიევში, ამერიკის საელჩოში, ახალი სამხედრო მრჩევლების გაგზავნის საკითხზე. ამის შესახებ იტყობინება Politico. პენტაგონის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის სიტყვებით, მრჩევლები არ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, ისინი კონსულტაციას გაუწევენ და მხარს დაუჭერენ უკრაინის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებს. „ოპერატიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, რაიდერს არ დაუსახელებია მრჩევლების ზუსტი რაოდენობა. Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში შესაძლოა გაემგზავროს 60 […]

“ქართველი ჰალკის” მორიგი საჩემპიონო ქამარი – საგინაშვილმა ლარატი გაანადგურა [VIDEO]

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი მარტივად 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. შეგახსენებთ, საგინაშვილს ტრავმის გამო იძულებითი პაუზის აღება მოუწია და “ქართველ ჰალკს” ამის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა. საგინაშვილი და ლარატი ერთმანეთს აქამდეც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მაშინაც ქართველმა მოიპოვა.

ლამაზი გოლები… “სამგურალმა” “დინამო თბილისს” მოუგო, დერბები ფრედ დასრულდა [VIDEO]

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის სამი მატჩი გაიმართა. იმერული და ზღვისპირული დერბები ფრედ დასრულდა. მხოლოდ წყალტუბოს “სამგურალმა” მოიგო… “დინამო თბილისთან”. ლამაზი გოლებიც ვნახეთ. სამტრედია 0:0 ტორპედო იმერული დერბი უგოლოდ დასრულდა. “სამტრედია” ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, “ტორპედო” კი მეოთხეზეა. მომენტები კი საკმაოდ იყო. საწყის წუთებში ტორპედოელებმა ერთ შეტევაში ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, ჯერ გიორგი არაბიძემ, დამატებაზე […]

ზურიკოს საგოლე გადაცემა – “ბორდო” კომპენსირებულ დროში კაცნაკლულ “სენტ-ეტიენთან” დამარცხდა [VIDEO]

ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე მესამე ადგილზე მყოფ „სენტ-ეტიენთან“ დამარცხდა, რომელიც 73-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა- 1:2. „ბორდო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა და წააგო. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ისევ კარგად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. მან ყვითელი ბარათი მიიღო და 83-ე წუთზე შეცვალეს. დავითაშვილმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა […]

პესკოვი უკრაინის დახმარების პაკეტზე: ეს კიდევ უფრო გაამდიდრებს აშშ-ს და კიდევ უფრო დააქცევს უკრაინას

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზე გააკეთა კომენტარი. „უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ეს კიდევ უფრო გაამდიდრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და კიდევ უფრო დააქცევს უკრაინას, გაზრდის კიევის რეჟიმის გამო დაღუპულ უკრაინელთა რაოდენობას,“ მოჰყავს პესკოვის სიტყვები ტასს. პესკოვმა ანალოგიური განცხადება გააკეთა ხუთშაბათს, როცა პირველად გახდა ნათელი საკანონმდებლო აქტების […]

ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება

“დღესაც, ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თსუ-ში და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება.”– წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, რამდენჯერაც ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას “ნაციდეოლოგიით” მოწამლული ცალკეული სტუდენტები, იმდენჯერ გაეცემათ საკადრისი პასუხი. “რამდენჯერაც ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას “ნაციდეოლოგიით” მოწამლული ცალკეული სტუდენტები, იმდენჯერ გაეცემათ საკადრისი პასუხი. დღესაც, ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა […]