ეგვიპტეში 1 კგ ფორთოხლის ფასი 15 ცენტამდე დაეცა – ქვეყანა ახალ ბაზრებს ეძებს

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ეგვიპტის წარმატება ევროკავშირში ფორთოხლის ექსპორტის კუთხით ქვეყნისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ქვეყნის. შიდა. ბაზარზე ფასები უკიდურესად დაეცა. შიდა ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის მთავარი მიზეზად ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი გაუფასურება სახელდება, რის შესახებაც ვარაუდს EastFruit-ის ექსპერტები ადრეც გამოთქვამდნენ. ამან, ერთი მხრივ, ეგვიპტური ფორთოხალი უცხოურ ბაზრებზე უფრო კონკურენტუნარიანი გახადა, მაგრამ, მეორე მხრივ, მწარმოებლებისთვის ფასები წარმოუდგენლად დაეცა. […]
“ცოლი არ მინდა” ესმოდა როგორც “ქალი არ მინდა” – რას წერს დავით ზურაბიშვილი

მწერალი, ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი: შედარებით გვიან დავოჯახდი, 32 წლის ასაკში (updated: მაშინ ეს ძალიან დაგვიანებულად ითვლებოდა). მანამდე, წლების მანძილზე, შეიძლება ითქვას, გული მქონდა გაწვრილებული ცხონებული მამაჩემისგან “მეიყვანებიჭოცოლი”-ს ჩიჩინით, რომელიც ყოველ ჩემს პასუხზე, რომ არ მინდა ცოლის მოყვანა, სერიოზულად აღშფოთდებოდა ხოლმე, რას ჰქვია ცოლი არ მინდა, აბა რა გინდაო. თავიდან ცოტა კი მიკვირდა მისი გაცხარება, […]
„2005 წელია. “იმედში” ვმუშაობთ…”აქციაზე ხალხის რაოდენობას აყალბებენ”-ზე გამახსენდება ხოლმე“ – რას წერს ნიკა ქავთარაძე

მსახიობი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში იხსენებს: „2005 წელია. “იმედში” ვმუშაობთ. დილის გადაცემაში ვარ ჩართვაზე. ბუფეტში ყავას ვსვამ. საეთეროდან ეძახიან გადაცემის პროდუსერს( ისიც ბუფეტში იყო თავისთავად) – ამინდზე რა ვქნათ, რამდენი გრადუსი დავწეროთ ?( მაშინ არ იყო ახლანდელივით ტექნოლოგიები) – “რუსთავი2”-ზე რამდენი უწერიათ? -ასძახა ამან. – მინუს ერთი. – პლიუს ერთი დაწერე შენ!
“კარლსრუემ” ზივზივაძის გარეშე “ჰერტას” სძლია

მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ჰერტა“ 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სათადარიგო იყო. „კარლსრუე“ 46 ქულით მე-5 ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 9 ქულა აშორებს და 28 აპრილს გასვლაზე „ნიურნბერგს“ დაუპირისპირდება. კარლსრუე – ჰერტა 3:2 გოლები: 1:0 ტედი (16), 1:1 ტაბაკოვიჩი (23), 2:1 მატანოვიჩი (45), […]
მეუფე შიო – გვაღირსოს უფალმა გამოვცადოთ საღვთო სინათლეში შესვლისა და საღვთო ცხოვრებასთან თანაზიარების სიხარული

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის თავში ხედავს მხოლოდ უარყოფით მხარეს და ავიწყდება მასში არსებული მეორე, ნათელი […]
აშშ უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას რამდენიმე დღეში მიაწვდის

შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეძლებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიტანოთ აღჭურვილობა ძალიან სწრაფად, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით“, – ციტირებს The New York Times-ი პატრიკ რაიდერს. ამასთან, გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა […]
გორის ციხესთან მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს

„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ 21 აპრილს გორში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. საპროტესტო აქცია გორის ციხესთან გაიმართა. ” არა რუსულ კანონს” – ეს იყო საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების მთავარი გზავნილი. აქციაზე, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვიდან, შვილთან ერთად ჩავიდა მერი კორინთელი. ის ამბობს, რომ ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება კონფლიქტის ზონაში […]
მმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს. კონსტიტუციურ კანონის პროექტს 22 აპრილს ქალაქ ქუთაისში განიხილავენ. მომდევნო დღეებში საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია განხილვებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გამართავს. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, […]
რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დაიბლოკა

რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციის ვევ-გვერდი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დაბლოკილია. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტმა „როსკომსვობოდამ“ გაავრცელა, რომელიც რუსეთში ინტერნეტის ცენზურის ფაქტებს ადევნებს თვალყურს. დაბლოკვის მიზეზები მითითებული არ არის. თუმცა აცხადებენ, რომ ეს „სახელმწიფო ორგანოს“ მოთხოვნით ხდება. როგორც წესი, საიტების ასეთი დაბლოკვის ინიციატორი რუსეთის გენერალური პროკურატურაა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი მთელს მსოფლიოში სიტყვისა და ჟურნალისტების […]
რუსეთში დაბლოკილია ვებსაიტი საერთაშორისო ორგანიზაციისა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“

რუსეთში დაბლოკილია ვებსაიტი საერთაშორისო ორგანიზაციისა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (Reporters sans frontieres). ამას ყურადღება მიაქცია პროექტმა „როსკომსვობოდამ“, რომელიც რუსეთში ინტერნეტის ცენზურის ფაქტებს ადევნებს თვალყურს. დაბლოკვის მიზეზები მითითებული არ არის. იტყობინებიან, რომ ეს ხორციელდება „სახელმწიფო ორგანოს“ მოთხოვნით. ორგანოს დასახელება არ არის მითითებული. როგორც წესი, საიტების ასეთი დაბლოკვის ინიციატორი არის ხოლმე რუსეთის გენერალური პროკურატურა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, […]