ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ინფორმაცია – ლუკა ეხვაია

ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ინფორმაცია – ლუკა ეხვაია ამ სრულ ისტერიკაში და ბაკქანალიაში რა თქმა უნდა დაიკარგა საღი აზრი და შინაარსობრივი მსჯელობა ამ თემებზე და მხედველობიდან გვრჩება გამჭვირვალობის კანონის ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებები, როგორებიც არის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილებები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლუკა […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა – აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პროტესტი ხვალაც გაგრძელდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციას პარლამენტთან ხვალაც გამართავენ, თუმცა დრო ამ ეტაპზე უცნობია. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამასთან, აქციის ორგანიზატორების თქმით, ხვალიდან პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა და […]

“ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ

“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ. „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”. “ინტერპრესნიუსი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ “შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან” და მოხდება რეაგირება. ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 22 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ღრმაღელის, კნოლევის, ციხისძირის, მაგნიტოგორსკის, დიდუბის, დაისის, ნინუას, ჭყონდიდელის, ერისთავის, ტოროშელიძის, მოლითის, ზესტაფონის, მექანიზაციის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის […]

შერმადინის 7 ქულა და “ტენერიფეს” მარცხი ვალენსიაში

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” სტუმრად უშუალო კონკურენტ “ვალენსიას” შეხვდა და ისე წააგო, წარმატების შანსი არ მისცემია. მასპინძლებმა ყველა პერიოდი მოუგეს კუნძულელებს და საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით – 98:73 გაიმარჯვეს. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მოედანზე 14:24 წუთი გაატარა. ქართველ ცენტრს ჯარიმებით აჩერებდნენ, თუმცა მას ჩვეულად მაღალი შედეგიანობით არ უსვრია. გიორგიმ 9-დან […]

ირანის უმაღლესი ლიდერი: ისრაელზე თავდასხმით ირანმა საკუთარი ძალა აჩვენა

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს, 21 აპრილს, ირანის შეიარაღებულ ძალებს ისრაელზე მიტანილი თავდასხმისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ იერიშით ქვეყანამ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახერხა. ხამენეის თქმით, “ისრაელის მიერ ჩამოგდებული რაკეტებისა და დრონების რაოდენობა მთავარი კითხვა არ არის, არამედ უმთავრესი ისაა, რომ ამ ოპერაციის დროს ირანმა საკუთარი ძალა აჩვენა”. […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამ დროისთვის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”. აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ.

საპროტესტო მსვლელობის – „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობისას ხმაური იყო

ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“ მსვლელობისას დაპირისპირება მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაეს სასამართლოსთან მისვლის შემდეგ ახალგაზრდები მომდევნო ლოკაციისკენ მიემართებოდნენ. მსვლელობის დროს კი მათთან მოქალაქე მივიდა და მათ მოღალატეები უწოდა, რასაც შეხლა -შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა. “რამდენი გადაგიხადა რუსეთმა?”, “შენ ხარ გამყიდველი”, – მიმართავდნენ მომიტინგეები პირს, რომელმაც მათ მოღალატე უწოდა. აქციის ორგანიზატორები პოლიციას ადგილზე მისვლისკენ […]

მსვლელობის „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობისას ხმაური იყო

ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“ მსვლელობისას დაპირისპირება მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაეს სასამართლოსთან მისვლის შემდეგ ახალგაზრდები მომდევნო ლოკაციისკენ მიემართებოდნენ. მსვლელობის დროს კი მათთან მოქალაქე მივიდა და მათ მოღალატეები უწოდა, რასაც შეხლა -შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა. “რამდენი გადაგიხადა რუსეთმა?”, “შენ ხარ გამყიდველი”, – მიმართავდნენ მომიტინგეები პირს, რომელმაც მათ მოღალატე უწოდა. აქციის ორგანიზატორები პოლიციას ადგილზე მისვლისკენ […]

ეს ქვილითაია იყო თუ მარადონა – გიორგიმ ზღაპრული გოლი გაიტანა და ქართული იცეკვა [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში აპოელ-მა საკუთარ მოედანზე „არისი“ 2:0 დაამარცხა. მასპინძლები დებიუტში ისამ ჩებაკემ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მეტოქის კარი იშვიათად ლამაზი გოლით გიორგი ქვილითაიამ დალაშქრა და მოედანზე იცეკვა. ქართველის გოლმა ადგილობრივი მედია მოხიბლა – 24sports-ი წერს, რომ ეს შოუ და ერთი მსახიობის თეატრი იყო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. გიორგიმ მიმდინარე […]