ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიებით – ქართული ბიზნესი ფილადელფიაში

იმედა ლონდარიძე – ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ფილადელფიაში უკვე მეოთხე საკვებ ობიექტს ხსნის, ხაჭაპურს ცომის სპეციალური დანადგარით, ხინკალს კი – კბილანებიანი სახვევით ამზადებს. ნახეთ რეპორტაჟი ფილადელფიიდან იმედა ლონდარიძის ოჯახური ბიზნესის სიახლეებით
რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენი TU-22M3, ქართველების შემდეგ, უკრაინელებმაც ჩამოაგდეს

უკრაინამ პირველად შეძლო რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენის TU-22M3-ის ჩამოგდება, რომლის ღირებულებაც 50 მლნ დოლარზე მეტია. ეს ომის დროს, TU-22M3-ს განადგურების მეორე შემთხვევაა. პირველებმა, რუსული ბომბდამშენი, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია, 2008 წელს ქართველმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს.
ტური 10: “დილამ” “გაგრას” მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გორის “დილამ” მინიმალური სხვაობით მოუგო აუტსაიდერ “გაგრას” და მეორე ადგილზე გადავიდა. გაგრა 0:1 დილა ერთადერთი გოლი ანგოლურ-სენეგალურ-ქართული კომბინაციით გავიდა. ანტონიო ლოპესმა მარჯვნივ გააყოლა ბურთი იბრაჰიმა დრამეს, რომლის გასწვრივ პასსაც მოჰყვა შოთა შეყილაძის ზუსტი დარტყმა. ეს გოლი 39-ე წუთზე გავიდა. შეყილაძემ მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. […]
“რაში გამოიხატება “ოცნების” ქრისტიანობა? ფარისევლობაში!” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: ხალხი, რომელიც კაკო ყაჩაღის მამას დაიმონებდა და შემდეგ მოკლავდა; პეტრეს გაოცებას დასცინებდა და მახათაზე სარჩობელას აღმართავდა; გაბოს თამროს მოსტაცებდა და დიდ სიყვარულს საკუთარი ახირების გამო მოსპობდა; ოთარაანთ ქვრივის საჭირნახულო ქისას ქრთამად მიითვისებდა; დარეჯანივით ტყუილუბრალოდ დაამცირებდა და ღირსებას შეულახავდა მშრომელებს; დღეს სარწმუნოებაზე გველაპარაკება ნიშნისმოგებით! 🤯🤯🤢 მთელი თქვენი ქრისტიანობა საუკეთესო შემთხვევაში არის ლუარსაბ თათქარიძის […]
ამას მონა ვერასოდეს გაიგებს – ჯაფარიძე

პოლიტოკოსი, ზურაბ ჯაფარიძე: მესამე რა სიტყვას იტყოდნენ (რომელიც ილიამ თავად შეცვალა, მაგრამ ეგ ქოცმა არც იცის და არც აინტერესებს), მაგაზე მნიშვნელოვანი თავისთავად ის ფაქტია რომ შეცვალეს ილიას პორტრეტით დადიან კილომეტრებს მერამდენე დღეა, მაგრამ მათთვის არავინაა უპირობო ავტორიტეტი და არაფერია დოგმა საერთოდ არ მჯერა რომ მათი ასაკის ყველა ასეთია ან თუნდაც უმრავლესობაა ასეთი ამ ქვეყანაში (საერთოდ […]
ხუნდაძე: უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ის ახალგაზრდობა, ვინც რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს

რამდენიმე დღეა ვუყურებთ რუსთაველზე აქციებს და გაოგნებული ვართ იმით, რომ თუკი წინათ ახალგაზრდობა საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, დღეს პირიქითაა, მათი ერთი ნაწილი ქვეყნის სუვერენული უფლებების აღიარებას აპროტესტებს. დაიცვა შენი სახელმწიფო უცხოური ფულით უცხო ქვეყნების ჩარევისგან, სხვა არაფერია, თუ არა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება და განმტკიცება. ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით – “ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს […]
ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი
ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება. ბოდბელი ეპისკოპოსი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს. „არა რუსეთსო რომ იძახი, კანონი თუ რუსეთია ამ რუსების გვერდით რა გინდა? „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტებზე ვლაპარაკობ. აბა გადადეთ, რა გააკეთეს […]
საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს – სოზარ სუბარი

„საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს,” – ასე აფასებს თბილისში მიმდინარე აქციებს „ხალხის ძალის“ თვმჯდომარე სოზარ სუბარი და აცხადებს, რომ თუ არ მოხდება ვითარების განმუხტვა, მერე საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა. როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, უცხო ძალები შეეცდებიან სახელმწიფო გადატრიალების მომწიფებას. „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, საჭიროა იმის ცოდნა […]
“რუსეთი – ჩინეთის ვასალი” – რუსეთის 5 პოტენციურუ მომავალი – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: ჟურნალ Foreign Affair-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ერთ-ერთი მოწინავე მკვლევარი სტივენ კოტკინი რუსეთის ხუთ პოტენციურ მომავალს ვარაუდობს: 1. საფრანგეთის მსგავს ძალად ჩამოყალიბება – ყოფილი იმპერია, იმპერიული მოგონებებით, გარკვეული მემკვიდრეობით, ხანაც ნოსტალგიით, მაგრამ დღეს რაციონალურ ძალად გარდაქმნილი, რომელიც მეზობლებს საფრთხეს არ უქმნის და ცდილობს სხვაგვარი მიზიდულობის ცენტრი გახდეს. თუმცა კოტკინი […]
“ამ დრომდე აღმოჩენილი არაფერია” – სუს-ი თბილისის სკოლებზე ტერაქტის მუქარას სწავლობს

რადიოს თავისუფლების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ამჟამად შეისწავლიან ცნობას, რომ 22 აპრილს თბილისის სკოლებზე ტერაქტი იგეგმებოდა. მედიის ცნობით, უწყებაში ამბობენ, რომ რეაგირება მცირე ხნის წინ დაიწყეს და ამ დრომდე “აღმოჩენილი არაფერია”. როგორც გამოცემა წერს, მათ სუს-ში უთხრეს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთ სკოლაში იარაღის აღმოჩენის შესახებ ყალბია. ამას გარდა, როგორც რადიო თავისუფლება წერს, საქმის კურსშია […]