სუს-ი – მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. „მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან […]
სკოლებს მთელი ღამე ვამოწმებდით, ასაფეთქებელი არ აღმოგვიჩენია – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში კონტრტერორისტული სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, რამე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ უპოვიათ. ”მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების […]
აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდებასაც ითვალისწინებს – სენატორი

დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ვარაუდობს, უკრაინისთვის 61 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი, მათ შორის ოპერატიულ- ტაქტიკური რაკეტები – ATACMS, შესაძლოა უკრაინაში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს. „იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ის [კანონი] პრეზიდენტთან მოხვდება სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი ჩაეშვება, შორი მოქმედების […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი მალე „ჰამასს“ დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მალე „ჰამასს“ “დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს” მიაყენებს და გაზრდის ზეწოლას მასზე, რათა ღაზაში მყოფი მძევლები გაათავისუფლოს. „ჩვენი 133 ძვირფასი და-ძმა ჯერ კიდევ ჰამასის ჯოჯოხეთშია დატყვევებული“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში, რომელიც საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლო დროს აშკარა […]
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში შეხვედრას გამართავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭო განიხილავს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, მათ შორის […]
სუს-ი – „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ

„ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ. „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”. “ინტერპრესნიუსი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ “შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან” და “აუცილებლად მოხდება რეაგირება”. ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციას პარლამენტთან დღესაც გამართავენ, თუმცა დრო ამ ეტაპზე უცნობია. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამასთან, აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეიდან პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა […]
ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში შეხვედრას გამართავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭო განიხილავს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, მათ შორის […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის დახმარების დამტკიცებაზე – უკრაინა გამარჯვების შანსს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს. ”ვფიქრობ, რომ ეს დახმარება ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, თუ უკრაინა ნამდვილად მიიღებს იარაღის სისტემას, რომელიც ასე გვჭირდება, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ათასობით ჯარისკაცს,” – განაცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში. მან […]
ოლაფ შოლცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ესკალაციის შემცირებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და მოუწოდა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში და მისი გავრცელება რეგიონის სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა. ამასთან, შოლცმა დაადასტურა, რომ ფედერალური მთავრობა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან „დიდი შვიდეულიდან“ და ევროკავშირიდან და კოორდინაციას უწევს ძალისხმევას ახლო აღმოსავლეთის […]