იმედის ცნობით, 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ცნობით, 29 აპრილს, ქართული ოცნების “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს “ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”. საქართველოს […]

„სამწუხაროდ, მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“ – მამუკა მდინარაძე

„სამწუხაროდ, მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“ – მამუკა მდინარაძე „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამწუხაროდ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. „ქუთაისში […]

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6.4%-იანი საბაზო სცენარი

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6.4%-იანი საბაზო სცენარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება, რაც უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების შემდგომი ესკალაციის გაზრდილ ალბათობას უკავშირდება. ამდენად, შარშანდელთან შედარებით, როდესაც მიმდინარე წლისათვის მიგრაციის ეფექტის შემცირება იყო ნავარაუდევი, ახლა ამ მხრივ მცირედით, მაგრამ მაინც მატება უფრო რეალისტურია. ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებიდან, ასევე საყურადღებოა ტრადიციული ტურიზმის პოზიტიური […]

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იმართება

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭო განიხილავს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, მათ შორის […]

რუსეთი „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის ლუდის იმპორტზე გადასახადს ზრდის

რუსეთი ლუდის იმპორტზე გადასახადს 2,5-ჯერ ზრდის. როგორც რუსული მედია წერს, ცვლილება მხოლოდ რუსეთისადმი „არამეგობრული“ ქვეყნების წარმოებას შეეხება. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადი ერთ ლიტრზე დღეს არსებული 0.04-დან 0.1 ევრომდე გაიზრდება. უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რუს მწარმოებლებს კონკურენტუნარიან პირობებში ჩააყენებს. იმპორტის საბაჟო გადასახადის განაკვეთები, გარკვეული სახის საქონელზე (კაკაოს შემცველი მზა პროდუქტები; ქურთუკები; შპალერი; ელვა), […]

იტალიაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა ბინებიდან პოლიციამ მოპარული ნივთები, მათ შორის ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ნახატები, კამერები, გასაღებები და ქურდობის რამდენიმე იარაღი ამოიღო. ასევე ნაპოვნია ორი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გახსნას ნებისმიერი საკეტი. დაკავებული 42 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.

„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ველოდებით“ – მაია ომიაძე

2024 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკური მონაცემების შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით პირველ კვარტალში განსაკუთრებით გაიზარდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა. „პირველი კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები მზარდია“,-აცხადებს მაია ომიაძე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით გრძელდება აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე. „ზამთრის […]

სოზარ სუბარი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე – 20-30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ამგვარი კანონის საჭიროება არსებობს, გამეცინებოდა, დღეს რეალურად გახდა ეს საჭირო

20-30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ამგვარი კანონის საჭიროება არსებობს, გამეცინებოდა და ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი სხვაგანაა, სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. დღეს რეალურად გახდა ეს საჭირო, ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და საქართველო არ არის გამონაკლისი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის […]

მამუკა მდინარაძე – 29 აპრილის შეკრება, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება – საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ კურსს

29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც ქუთაისში იმართება. მამუკა მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ […]

ანა ბუჩუკური 29 აპრილს, პარლამენტის წინ „ქართული ოცნების“ შეკრებაზე – რომელიმე მოქალაქეს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, პერსონალურად ივანიშვილის და იმ ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებმაც მწვანე ღილაკს ხელი დააჭირეს

რომელიმე მოქალაქეს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, პერსონალურად ივანიშვილის და იმ ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებმაც მწვანე ღილაკს ხელი დააჭირეს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 29 აპრილს, პარლამენტის წინ, „ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს. „ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა […]