ირაკლი კობახიძე „თბილისის დინამოს“ „აგენტების კანონზე“ განცხადების გამო აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს“ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო განცხადების გამო აკრიტიკებს. მან მთავრობის სხდომა სწორედ კლუბის ხელმძღვანელობის კრიტიკით დაიწყო, სპორტში „ქართული ოცნების“ დროს არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და გააკრტიკა „ნაციონალური მოძრაობა“. „ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით, ისტორიული კლუბის სახელით, ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ თბილისის დინამოს სახელით, რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს […]

ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს, 22 აპრილს, სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. მოსკოვში იგეგმება აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. „დაგეგმილია რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების განხილვა, ასევე მოსაზრებების გაცვლა აქტუალურ რეგიონულ საკითხებზე“, – აცხადებენ კრემლში. 2022 წელს ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას […]

“გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე” – რას ამბობს გიორგი ყიფშიძე, რომელიც თბილისის მერობას აპირებს

მსა­ხი­ო­ბი გიორგი ყიფშიძე დე­ტა­ლუ­რად ლა­პა­რა­კობს მის პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე, რაც დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთავ­რო­ბას­თან აქვთ. გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ასე­ვე ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბა მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კენ­ჭს იყ­რის. მისი თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მისი მე­რო­ბით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე “ძა­ლი­ან მინ­დო­და ეს მეთ­ქვა, მსა­ხი­ო­ბი მსა­ხი­ო­ბია, სპორ­ტსმე­ნი […]

დედამიწის დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საჰაერო სატვირთო ტერმინალმა ,,ლასარემ’’თბილისის მერიის თანადგომით გამწვანების აქცია განახორციელა

22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საჰაერო სატვირთო ტერმინალმა ,,ლასარემ’’ თბილისის მერიის თანადგომით გამწვანების აქცია განახორციელა. კომპანიის ინიციატივით სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიას – კერძოდ, ჰუალინგის რეკრეაციულ სივრცეს ახალი წიწვოვანი მცენარეები შეემატა. დედაქალაქის გარემოსდაცვით აქტივობაში ,,ლასარეს’’ თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად კომპანია მომავალშიც გეგმავს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი […]

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრი დააკავა. ,,საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების […]

მთავრობა ახალ აეროპორტთან 70 ათასიანი სტადიონის მშენებლობას და 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის განაცხადის შეტანას გეგმავს

საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკრივრებისთვის, ჩვენ დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“, – განაცხადა კობახიძემ. კობახიძემ დღეს დაანონსა, რომ საქართველოში ახალი სტადიონი აშენდება. „გვინდა, ავაშენოთ […]

მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე შერჩეულია კონკრეტული კომპანია, რომელიც ახალი ტერმინალის პროექტს განახორციელებს. „მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე ვისაუბრეთ, თუმცა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების გაერთიანება, რეგიონული მიმოსვლის განვითარება. ქვეყანაში ტურისტული ნაკადები იზრდება. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. მიმდინარე წელს პირველი […]

მთავრობა დაშლილების კონტროლს გეგმავს – რა მოლოდინებია სექტორში

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის თქმით, მთავრობა დაშლილი ავტომობილის ნაწილების კონტროლს გეგმავს. როგორც მან რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „შენი დრო“ განაცხადა, ზუსტი დრო, როდის შევა ეს გადაწყვეტილება, უცნობია. „მთავრობას დიდი ხანია სურს გარკვეული რეგულაციების ჩატარება, უფრო კონკრეტულად კი აღირიცხოს თითოეული ნაწილი, რაც დაიშალა. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს რეგლამენტი, თუმცა როდის განახლდება, უცნობია“ – აცხადებს ის. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის […]

მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე შერჩეულია კონკრეტული კომპანია, რომელიც ახალი ტერმინალის პროექტს განახორციელებს. „მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე ვისაუბრეთ, თუმცა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების გაერთიანება, რეგიონული მიმოსვლის განვითარება. ქვეყანაში ტურისტული ნაკადები იზრდება. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. მიმდინარე წელს პირველი […]

სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს. „დასავლელები სახიფათოდ ბალანსირებენ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე, რაც კატასტროფული შედეგებითაა სავსე“, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლეთის სამი ბირთვული სახელმწიფო კიევის მთავარ სპონსორებს შორისაა. „განსაკუთრებით შემაშფოთებელია […]