ირაკლი კობახიძე – თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი უმაღლესი სტანდარტის სტადიონი აშენდება – ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე

თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი უმაღლესი სტანდარტის სტადიონი აშენდება. ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მთავრობის ხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ახალი სტანდარტების სტადიონი, რომელიც სპორტის 2 სახეობას მოემსახურება, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და საქართველოს მთავრობა 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს. „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე და კონკრეტულად ფეხბურთზე. მინდა დავაანონსო […]

მამუკა მდინარაძე – ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ

ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ქართველები ევროპაში კი არ უნდა შევიდნენ, არამედ ევროპა უნდა იყოს ქართველებთან ერთად, რაც მდინარაძის აზრით, სწორი დამოკიდებულება არის. „ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მხარდაჭერა კი არ მოვიპოვოთ, კარგი გაგებით, ვაიძულოთ […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენ ვართ ევროპაში, ჩვენ ვართ ევროპა

ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენ ვართ ევროპაში. ჩვენ ვართ ევროპა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, “საქართველო ევროკავშირში მიდის, თუ სად?” პაპუაშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება არა რომელიმე მიმართულებით სვლა, არამედ ჩვენ გვჭირდება განვითარება, როგორც ეკონომიკურად, ისე ინსტიტუციურად. „უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ვართ […]

შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი ნაიდა შამილოვა უძღვებოდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და […]

ირაკლი ქარქაშაძე AUSTRIAN AIRLINES-ის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ორჰუსში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია Austrian Airlines-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც 2 მაისიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაკომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებსა და სამომავლო გეგმებს. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ვენა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – თუ რუსული კანონი გვაცილებს პოლიტიკურ ნაწილში ევროკავშირს, ოფშორების კანონი არის ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად პრობლემას შეუქმნის საქართველოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ე.წ. ოფშორების კანონი არის ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად პრობლემას შეუქმნის საქართველოს და საქართველოში ზოგადად ეკონომიკას. „ოფშორების კანონი არის რუსული კანონის მეწყვილე ამ საკითხში და თუ რუსული კანონი გვაცილებს პოლიტიკურ ნაწილში ევროკავშირს, ოფშორების კანონი არის ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად პრობლემას შეუქმნის საქართველოს და საქართველოში ზოგადად ეკონომიკას. ისედაც […]

კობახიძე: შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე

გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგა პროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება და განსაკუთრებით, ფეხბურთს და რაგბის. გვინდა ავაშენოთ თბილისში ახალი სტადიონი, რომელიც არსებითად ამ ორ სპორტის სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული […]

IDF-ის დაზვერვის უფროსი 7 ოქტომბრის შეცდომების გამო თანამდებობიდან გადადგა

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსი აჰარონ ჰალივა 7 ოქტომბრის თავდასხმისას დაშვებული შეცდომების გამო თანამდებობიდან გადადგა. ჰალივამ 22 აპრილს წერილი გაასაჯაროვა, სადაც თანამდებობის დატოვებაზე და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. წერილში აჰარონ ჰალივა წერს, რომ ძალაუფლებას თან დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს. მისი თქმით, მისმა დანაყოფმა ვერ შეასრულა ფუნქცია და 7 ოქტომბერი მისთვის ყოველთვის შავ დღედ დარჩება. […]

კობახიძე: მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების განვითარება შიდა მობილობის მხარდასაჭერად, მათ შორის რეგიონებიდან სხვა რეგიონებში, ქალაქებში გადაადგილების ხელშესაწყობად. ამისათვის აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში, უკვე შეირჩა კომპანია – Green Studio – რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი. აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტერმინალი. სვანეთი ერის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდას სვანეთში, მესტიაში. ტერმინალში […]

“გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის” – ირაკლი კობახიძე

საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. […]