ლევან დავითაშვილი – გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პირველმა […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს 09:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, ბულაჩაური, მთა ვარცლა, კაიშაურები, ბაგა, მლაშე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ბატონიშვილის, ზუტნერის, ჩალიპირებსა და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, […]

ჯანდაცვის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. ორი – ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე – მინისტრის ყოფილი თანამშრომლები არიან იუსტიციის სამინისტროდან, მესამე, თეა გიორგაძე კი საქართველოს განვითარების ფონდის ყოფილი თანამშრომელია. გიორგაძე განვითარების ფონდში სამედიცინო კონსულტანტი იყო, იქამდე კი, სხვადასხვა წლებში, ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. პატარიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად, […]

შესაბამისი სამსახურები უკვე იკვლევენ, თუ ვინ დგას ცრუ შეტყობინებების უკან — ამილახვარი

დღეს, 22 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი გამოეხმაურა ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ტერორიზმის შესახებ გუშინ გავრცელებულ მუქარებს. „გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ტიპის შემცველი ინფორმაცია ერთ-ერთ ახლად შექმნილ ტელეგრამ არხზე. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, როგორც სამინისტრო, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები ყველა იმ დასახელებულ სკოლაში, რომელიც მითითებული იყო ამა […]

„ფორმულას“ ჟურნალისტის თქმით, მეტროში თავს დაესხნენ

„ფორმულას“ ჟურნალისტის, ია სართანიას განცხადებით, მეტროში თავს დაესხნენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას აგრესიულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელითაც შეეხო. „მეგობრებო, კარგად ვარ, უკვე სამსახურში. ვერ გწერთ ყველას. თავს დამესხა აგრესიული პირი მეტროში, ჰომოფობიური და ძალადობრივი ლექსიკით, შემეხო ხელითაც. საგულისხმოა, რომ მეჭირა ჩანთა, ფორმულას ლოგოთი. შესაბამისად, თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა. მყისიერად მივმართე პოლიციას, დამჭირდა დიდი […]

არქიში ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა

20 აპრილს არქის ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა. არქის ოფისში დილიდანვე ბინის გამორჩეულ ფასად შეძენის უპრეცედენტო რაოდენობის მსურველი შეიკრიბა და არქის დიდ ოჯახს ერთ დღეში კიდევ 150 ახალი ოჯახი შეუერთდა. „დიდი ფასდაკლების დღე“ არქის ტრადიციაა, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას მართავს. ამ დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა არქის ახალ პროექტში ბინა ისეთ ფასად […]

გერმანიაში ჩინეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

გერმანიაში ჩინეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიის სამი მოქალაქე დიუსელდორფსა და ბად ჰომბურგში დააკავეს. ინფორმაციას სამი ადამიანის დაკავების შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაკავებულები ჩინეთის საიდუმლო სამსახურს აწვდიდნენ ინფორმაციას გერმანიაში სამხედრო ხომალდების ძრავების უახლეს ტექნოლოგიებზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გერმანელები კვლევით პროექტში იყვნენ ჩართული, რომელიც სამხედრო ხომალდებს ეხებოდა. სამართალდამცავებმა დაკავებულების საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს. დაკავებულები […]

კრემლი უკრაინის გამო, დასავლეთთან უშუალო დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების დამტკიცებიდან ორი დღის შემდეგ, კრემლმა ბირთვული დაპირისპირების რისკებზე მორიგი გაფრთხილება გაავრცელა. რუსეთმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინისადმი შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერამ, მსოფლიო უდიდეს ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკების ზღვრამდე მიიყვანა. კრემლის განცხადებით, ეს შესაძლოა კატასტროფით დასრულდეს. საყოველთაოდ მიღებული აზრით, მსგავსი დაძაბულობა დასავლეთს და რუსეთს […]

„ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ შეუძლია ეს კანონი ისევ უკან გაიწვიოს“ – სოსო ცინცაძე

„ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ შეუძლია ეს კანონი ისევ უკან გაიწვიოს“ – სოსო ცინცაძე ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე. – ბატონო სოსო, უკვე მეორე წელია, ხელისუფლება „აგენტების კანონის“ მიღებას ლამობს და საზოგადოება დიდ წინააღმდეგობას უწევს. რამდენად გონივრული იყო „ქართული ოცნების“ მიერ შარშან უკან წაღებული, ჩაგდებული ამ კანონის ხელახლა წამოწევა? რატომ გააკეთა ეს ხელისუფლებამ? – […]

„მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო კარგად ვემსახუროთ მგზავრებს“ – ლევან დავითაშვილი

„მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო კარგად ვემსახუროთ მგზავრებს“ – ლევან დავითაშვილი მესტიაში ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება – პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” […]