Tesla გაყიდვების ვარდნის გამო ფასებს ამცირებს

Tesla-მ კვლავ შეამცირა ფასები მთელ რიგ მსხვილ ბაზარზე – მათ შორის აშშ-ში, ჩინეთსა და გერმანიაში, რადგან ელექტრო მანქანების გიგანტს, რომელსაც მულტიმილიარდერი ელონ მასკი მართავს, გაყიდვების ვარდნა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ტესლა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს სამშაბათს გამოაქვეყნებს. „ტესლას ფასები ხშირად უნდა შეიცვალოს, რათა შეესაბამებოდეს წარმოება მოთხოვნას,“ – ამის შესახებ […]

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან დაბრუნდნენ – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

სტუდენტებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისიის ტერიტორიიდან კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლეს. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია, შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა. ახალგაზრდებს მანამდე მტკვრის მარჯვენა სანაპირო ჰქონდათ გადაკეტილი. სტუდენტები თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა […]

სიტუაცია იცვლება – კვარაცხელიათი პსჟ და “ჩელსი” ისევ არიან დაინტერესებული

დღეს “გაძეტა დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ნაპოლიში” ხელშეუხებელი არავინაა, უკმაყოფილოებს წასვლა შეუძლიათ და ეს ხვიჩა კვარაცხელიასაც ეხება. რა თქმა უნდა, მთლად ასე ადვილად არავის და პირველ რიგში კვარაცხელიას ვერ შეელევიან, მაგრამ თუ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ტრანსფერში დიდ თანხას შესთავაზებენ, ალბათ, ცდუნებას ვერ გაუძლებს. ამის პარალელურად ჟურნალისტი ეკრემ კონური “ტვიტერით” იტყობინება, რომ ხვიჩას […]

რუსულ კანონის გამო ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ელჩს შეხვდა

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი რუსული კანონის გამო გერმანიაში საქართველოს ელჩს ლევან იზორიას შეხვდა. ამის შესახებ მიხაელ როთი X-ზე წერს. „მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი ლევან იზორია დაგეგმილ „აგენტის კანონზე“ მესაუბრა. Მადლობა ამისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს: კანონი შეუთავსებელია ევროკავსიშირ ღირებულებებთან + საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ“, – წერს მიხაელ […]

ბაიდენმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს სამხედრო დახმარების კანონს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში დაარწმუნა, რომ იგი მის მაგიდაზე მოხვედრისთანავე მოაწერს ხელს კანონმდებლობას, რომლითაც უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდოს – და ეს დახმარება უკრაინას სწრაფად გაეგზავნება. აშშ-ის სენატმა 23 აპრილს უნდა უყაროს კენჭი ეროვნული უსაფრთხოების მასშტაბურ პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის ითვალისწინებს 60 მილიარდ დოლარზე მეტს და შემდეგ […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საფრთხეს შეუქმნიდა, საზოგადოების ფართო საპროტესტო აქციები გაიმართა. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა და ცხრა სფეროში, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას […]

EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში საგარეო მინისტრები გაგზავნონ – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში მინისტრები გაგზავნონ ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოზე. ამის შესახებ ჟურნალისტი X-ზე წერს. მისი თქმით, საქართველოში შექმნილი ვითარება დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. The situation in 🇬🇪 was brought up today among 🇪🇺 […]

შსს “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს მიმართავს

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თინა ხიდაშელი – რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, უმძიმესი მოვლენაა – დამოუკიდებლობის ისტორიაში რამდენიმე ასეთი სამარცხვინო ფურცელი გვაქვს და არცერთ ჯერზე მოსახლეობამ ხელისუფლებას მსგავსი სირცხვილი არ აპატია

როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას გეგმავს, ეს ნიშნავს, რომ მათი ამოცანა ძალის დემონსტრირებაა – „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილი ბოლო რესურსია, ფეხბურთში რომ ბოლო იმედის ჯარიმას თავის თავზე იღებენ ხოლმე, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა აღნიშნა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მთავრობამ, საკუთარი ამომრჩევლის ჩათვლით, ყველას დაანახა, რომ მისი ნდობა […]

შსს აქციის მონაწილეებს: არ გასცდეთ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ და რუსული კანონის ინიციირებას აპროტესტებენ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის […]