„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია

„საქკაბელმა“ საწარმოო ხაზი მორიგი ინოვაციური პროდუქტით – „სოლარ“ კაბელით (H1Z2Z2-K) გააფართოვა. კომპანია ერთ-ერთი პირველია საქართველოში ვინც ევროპული სტანდარტებით აწარმოებს და შესაბამის სერტიფიკატს ფლობს. ცეცხლმედეგი, ჰალოგენისგან თავისუფალი, მოკალული სპილენძის კაბელი გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევა. ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს ერგება, როგორც მზის სხივების ხანგრძლივი დაცხუნების, ისე ძლიერი უამინდობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კაბელს მინიმუმ 25 წლიანი […]
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირი, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, მსოფლიო ომისთვის ემზადება – უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ მშვიდობასთან არ დაგვაახლოვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირი, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, მსოფლიო ომისთვის ემზადება. სიიარტო მტკიცებით, ევროკავშირის სტრატეგია ჩავარდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ მშვიდობასთან დაახლოება არ გამოიწვია. „საუბარია მილიარდობით ევროს ღირებულების ასობით ათასი ან მილიონობით საბრძოლო მასალასა და იარაღზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, სტრატეგია ჩავარდა. იარაღის მიწოდებამ მშვიდობასთან არ დაგვაახლოვა, პირიქით, იარაღის მიწოდებას შეუძლია […]
იენს სტოლტენბერგი დღეს პოლონეთს ეწვევა

იენს სტოლტენბერგი დღეს პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, რიში სუნაკი პოლონეთში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა იენს სტოლტენბერგისა და რიში სუნაკის ვიზიტის შესახებ განაცხადა, […]
ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია, პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს […]
ღამით რუსეთმა ოდესას დრონებით შეუტია – დაშავებულებს შორის არიან ბავშვები

სამშაბათს ღამით, რუსული დრონებით კიევის ოლქსა და ოდესის მიმართულებით თავდასხმა იყო. ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაჩნდა ხანძარი. დაშავდა ცხრა ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია. “მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის სამი ბავშვია”, – დაწერა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამში. ადგილობრივი ტელეგრამის არხებზე წერდნენ თავდასხმის პარალელულად ძლიერი აფეთქებების შესახებ. ოდესის მერმა […]
სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო – საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ტექნიკური უნივერსიტეტიდან

განათლების მხარდაჭერისთვის საქართველოს ბანკმა გასულ წელს კიდევ ერთი მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. საქართველოს ბანკთან უკვე 15 უნივერსიტეტი თანამშრომლობს, 140-მდე სტუდენტმა კი უკვე მოიპოვა სტიპენდია. მომავალში ეს რიცხვები უფრო და უფრო გაიზრდება. ლუკა წულაია საქართველოს ბანკის ერთ-ერთი წარმატებული სტიპენდიატია. ლუკა ქალაქ ფოთიდანაა და საქართველოს […]
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა საქართველოს შინაგან […]
მესტიაში ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს 2025 წელს მიიღებს – მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს მესტიაში, ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სვანეთში ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მზარდი იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სვანეთს ოთხივე სეზონზე კიდევ […]
პრემიერ-მინისტრი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. “საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული […]
ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღებისთვის 4 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა ავტომანქანის მართვის ორი […]