ამბროლაურში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

ამბროლაურში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წარადგენს. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის დღევანდელი სხდომა პირდაპირ ეთერში – პარლამენტის “ფეისბუქ“ გვერდსა და „იუთუბ არხზე“ არ გადაიცემა. უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტების რეგიონებში […]

ბექა ლილუაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი – ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც მოქალაქეების ინტერესებში შედის, მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი“

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი – ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში შედის – მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი” და გადაერთოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებაზე 9 რეკომენდაციის შესრულებით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. ამასთან, როგორც […]

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რათა ზიზღის კამპანიას ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა

მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რათა ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ხედავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთი გრამი […]

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს აქვეყნებს

საქართველოს შრომის კოდექსის 23.2. „ზ“ მუხლის თანახმად, შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს წახალისების სახე, პასუხისმგებლობის სახე და მათი გამოყენების წესები. სშკ არ ადგენს დასაქმებულის პასუხისმგებლობის კონკრეტულ ზომებსა და ფორმებს, მიუთითებს მხოლოდ მისი დასაშვებობის შესაძლებლობაზე. თითოეული დამსაქმებელი უფლებამოსილია წესდებით განსაზღვროს პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი. თუმცა დამსაქმებლის ძალაუფლება შებოჭილია შრომის კანონმდებლობის მიზნებით, სახელშეკრულებო […]

ზვიად შალამბერიძე – პირველად ისტორიაში, იმერეთი ევროპის თერმული ქალაქების გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს

საქართველოში, პირველად ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება, რომელსაც იმერეთი მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათვე ცნობით, საერთაშორისო ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ ეგიდით ტარდება. კურორტ წყალტუბოში 15-მდე ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა ქართულ მხარესთან ერთად გენერალურ ასამბლეაზე ევროპის ისტორიული თერმული […]

პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს რუსული კანონის კანონპროექტი წაკითხული არ აქვს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ევროკავშირში აკრიტიკებენ და დასავლეთში ბევრი მას კრემლით შთაგონებულსაც უწოდებენ. ჯოზეფ ბორელმა არაერთხელ თქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე საპირისპიროს ამტკიცებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, არის მცდელობა, აიკრძალოს […]

პაპუაშვილი ოცნების აქციაზე: ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს

მნიშვნელოვანია, რომ 29 აპრილს ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც – ყველა, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე. იმიტომ, რომ იმ ზიზღის კამპანიას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, მათ შორის, თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ქართული ღირსებითა და ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა.

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ მოზარდს მეორე დღეა ეძებენ

ბათუმში, ზღვაში დაკარგულ 17 წლის ბიჭს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ. როგორც ირკვევა, ვეფხვია გაბაიძე ზღვაში გუშინ გაუჩინარდა. “გუშინ დაიკარგა. პოლიცია და მაშველები ამ დრომდე ეძებენ”, – განუცხადა “სფეისნიუსს” დაკარგულის ახლობელმა.

ფაშინიანის თქმით, არ აქვს პასუხი, რატომ რჩება ქვეყანა ОДКБ-ში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აქვს პასუხი, რატომ რჩება ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულის ორგანიზაციაში (ОДКБ). ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ ОДКБ-მ არ გამოიყენა რეაგირების მექანიზმები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 2021 და 2022 წლებში სომხეთის საზღვრების დარღვევის დროს და განაცხადა, რომ საზღვრები დელიმიტირებული არ ყოფილა. მან აღნიშნა, რომ (ОДКБ) არ მოქმედებს როგორც მექანიზმი, […]

თბილისში იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე აღინიშნა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ტექნოპარკში აღინიშნა იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა. ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა ინსტიტუციის, აკადემიური და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. CERN-ის წარმომადგენლის, ბოსტონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური […]