თბილისში ბინებზე ფასები წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, კერძო სახლებზე კი 13.3%-ით

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი. „საქსტატის“ ინფორმაციით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. […]

ლენტეხში დარიშხანის ნარჩენების განთავსების მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად 1.7 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ ყორულდაშში დარიშხან შემცველი ნარჩენების განთავსების მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად იგეგმება არსებული ღელეს მოქცევა რკინა-ბეტონის არხში, რკინა-ბეტონის სალექარის მოწყობა და ტერიტორიის პერიმეტრის გარკვეულ ნაწილზე, მდინარე ყორულდაშის სანაპიროს დამცავი მონოლითური ბეტონის ბლოკების ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა. წინადადების მიღება 5 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 796 767 […]

2013 და 2015 წლებში ფოთსა და ზუგდიდში დაწყებული სტადიონების მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა – „ფლანგვის დეტექტორი“

„ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტადიონი დღემდე არ გახსნილა.“ – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. როგორც კვლევაში წერია „შპს დაგიმ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშენებული სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზიანია და გამოსაცხადებელია ახალი ტენდერი. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯანაშიას ხუთ ნომერში მდებარე […]

შალვა პაპუაშვილი – საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წაკითხული არ აქვს

ეს შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, […]

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე – კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა

როდესაც თავს იჩენს ცრუ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სამწუხაროა, ჩრდილს აყენებს – კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორც შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მედიის […]

„გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024“ ბაკურიანში დასრულდა

„გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024“ ბაკურიანში დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 30 წლამდე ასაკის კონკურსის წესით შერჩეული 80 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი ბაკურიანში სამ-სამი დღით ორ ეტაპად გაემგზავრნენ. „ინიციატივის მიზანი პროექტების წერის, ლიდერული და მართვის უნარების გაუმჯობესება იყო. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა […]

ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება

ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დღეს ლიეტუვაში ბუნდესვერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები Grand Quadriga 2024 იწყება. ბუნდესვერის სამხედრო წვრთნებში ლიეტუვის არმიის ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს. ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები […]

NYU-ს პროპალესტინელი სტუდენტების აქციაზე პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა

ნიუ-იორკში New York University (NYU) სტუდენტების პროპალესტინურ აქციაზე პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა. მსგავსი აქციები პარალელურად იმართებოდა კონექტიკუტში იელის უნივერსიტეტში. კოლუმბიის უნივერსიტეტმა დროებით პირისპირ ლექციები გააუქმა. როგორც ცნობილია, აქციაზე ნიუ-იორკის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 45 აქტივისტი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები არ ემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას, რომ დატოვონ მოედანი […]

„პასკაში არაფერ ზედმეტს არ ვიყენებ. არ მაქვს „გატორტებული“ პასკები“ – „ფუსფუსი & სენდვიჩი“

სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი, აღდგომის კვერცხთან ერთად სააღდგომო პასკაა. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა როდიდან დაიწყო და რამდენი პასკის წარმოებას აპირებს სტარტაპ ბიზნესი -„ფუსფუსი & სენდვიჩი“. „ფუსფუსი & სენდვიჩის“ დამფუძნებლის, ნათია ყურშუბაძის თქმით, სარეალიზაციოდ პასკებს 2021 წლიდან ამზადებს. რეცეპტი კი საოჯაროა და დაახლოებით 50 […]

პრემიერ-მინისტრი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ […]