გიორგი ვაშაძე – მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? გეშინიათ, სუსტები ხართ – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? – ასე მიმართა “სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც 29 აპრილს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრება დააანონსა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, […]

ლაშა ფარულავა – ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მიუთითებს მთავრობას, რომ ეს კანონი რუსულია, ანტიქართული და ანტიევროპული, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის

ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მიუთითებს საქართველოს მთავრობას, რომ ეს კანონი არის რუსული, ანტიქართული და ანტიევროპული, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროკავშირი და ამას წინა ვერავინ აღუდგება. „ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მითითებაა საქართველოს მთავრობის მისამართით, რომ კანონი არის […]

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსება გაუმჭვირვალეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაფინანსება ევროკავშირიდან გაუმჭვირვალედ შემოდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „აგენტების კანონის“ მნიშვნელობაზე ლაპარაკისას უთხრა – ამ კანონის მიღებას საქართველოს პარტნიორები ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად ასახელებენ. „ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ. სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე“, – უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს […]

ლონდონი უკრაინას ნახევარ მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას ქვეყნის ისტორიაში უმსხვილეს, 617 მილიონი აშშ დოლარის (500 მილიონი გირვანქა სტერლინგი), ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. Guardian-ის თანახმად, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. გამოცხადებული დამატებითი დახმარება მოხმარდება სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და საინჟინრო აღჭურვილობის სწრაფად მიწოდებას უკრაინაში, ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ დახმარების […]

„ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანი არც არასოდეს არ ვყოფილვარ… ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს“ – დიმიტრი ღვთისიაშვილი

დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. რეჟისორი მეგობრის, ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ერთადერთი, რასაც სამეგობრო ნატრობს, მისი გამოჯანმრთელებაა. „ძვირფასო ადამიანებო! ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ნამოწაფრებო და ახლანდელო „შვილებო“, ჩემი მოზარდელების დიდო არმიავ, ნათესავებო, ნათელ-მირონებო, ბავშვობისა თუ სტუდენტობის ძმებო და დებო, ყველას დიდი და განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ თუნდაც […]

“მხოლოდ სიყვარული იყო”: საიმონ პორტ ჟაკემუსი და მარკო მაესტრი ტყუპის მშობლები გახდნენ – Marao

დიზაინერი საიმონ პორტ ჟაკმუსი და მარკო მაესტრი ტყუპის მშობლები გახდნენ. ამის შესახებ ჟაკმუსმა ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ორი ახალშობილი, მია და სანი, ჩანს. 2009 წელს ფრანგმა დიზაინერმა საიმონ პორტ ჟაკმუსმა ბრენდი Jacquemus-ი შექმნა. მას სურდა, რომ უფრო მეტი შეექმნა, ვიდრე სამოსი – ოდა გარდაცვლილი დედისადმი. მას ჰქონდა ხედვა და შეძლო საკუთარი ფიქრებისა და წარმოსახვის […]

თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – რა ღირს 1მ²-ი უბნების მიხედვით

2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ახალაშენებული საცხოვრებლებში ერთი კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულებით ყველაზე ძვირი ბინები და კერძო სახლები მთაწმინდის რაიონშია. კერძოდ, ბინების შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება მედიანურად 5 578 ლარია, კერძო სახლის შემთხვევაში – 4 250 ლარი. მთაწმინდას მოსდევს ვაკის რაიონი, მესამე ადგილზე კი საბურთალოა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების და ინდუსტრიული სამშენებლო მასალების საქართველოში პირველი მწარმოებელი კომპანია პანექსი 2015 წელს დაარსდა და მალე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე. 2022 წელს, კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი და განახლდა წარმოების ხაზი, რამაც საწარმო წარმატების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. პანექსი აწარმოებს კედლის და სახურავის სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებს და მაცივრის კარებს. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის გამოყენებაც […]

რიში სუნაკი პოლონეთში უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს დააანონსებს

23 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი პოლონეთში ვიზიტისას უკრაინის სამხედრო დახმარების ჯერჯერობით ყველაზე დიდ პაკეტს დააანონსებს. როგორც ცნობილია, სამხედრო დახმარების ეს პაკეტი მოიცავს ხომალდებს, 1600 რაკეტას, მათ შორის, Storm Shadow-ს შორი მანძილის რაკეტებს, ამუნიციას და 400 ერთეულ სამხედრო სატრანსპორტო ტექნიკას. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ბრიტანული ფუნტია. რიში სუნაკი […]

პრემიერმა დაბადების დღე მიულოცა მოქმედ საჯარო მოხელეს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა

პრემიერმა დაბადების დღე მიულოცა მოქმედ საჯარო მოხელეს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი […]