გიორგი ვაშაძე – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია – უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება, უკანონო დავალებას გასცემს მინისტრი – მერე რა?

სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც დღეს საქართველოშია – ანგარიშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებადამრღვევები ფაქტობრივად, წახალისებულები არიან. უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება, – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს ჯგუფი ადამიანების, რომელთა უფლებებიც დაცულია. „სამწუხაროდ, სახელმწიფო […]

პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს ეს კანონი არც კი წაუკითხავს

პირველ რიგში, როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. შეიძლება, ეს სხვების ინტერესებში არ შედიოდეს – განსაკუთრებით, მათი, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის. სამწუხაროდ, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა. მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, რაც სწორედ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოა. 1 წლის განმავლობაში, პირადად მე […]

მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? – ასე მიმართა “სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც 29 აპრილს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრება დააანონსა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, […]

მედია – გერმანიაში ევროპარლამენტარის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი წევრის თანამშრომელი დრეზდენში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 43 წლის ციან გ. პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრ ევროპარლამენტარ მაქსიმილიან კრაგის გუნდში მუშაობს. კრაგის ოფიციალურ ვებგვერდზე მის პოზიციად მითითებულია “აკრედიტებული თანაშემწე”. ციან გ. ეჭვმიტანილია უკანონო ჯაშუშურ საქმიანობაში, მათ შორის ჩინელი ოპოზიციონერების თვალთვალში […]

ირაკლი ნადირაძე – 29 აპრილს დაანონსებული კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია

ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია, – ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე ხელისუფლების მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას. მისი განცხადებით, როდესაც ახალგაზრდებისა და მოქალაქეების გულწრფელ პროტესტს უპირისპირებ ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის, არამედ უდიდესი სისუსტის გამოვლინება. „ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება […]

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად განვიხილოთ

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად იყოს განხილული იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გავიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მივიტანოთ პარლამენტამდე და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ […]

ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა, შეზღუდა – აშშ-ს სახდეპმა ანგარიში გამოაქვეყნა

ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა, შეზღუდა – აშშ-ს სახდეპმა ანგარიში გამოაქვეყნა იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში […]

ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2024“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო

ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2024“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო 17 აპრილს, სასტუმროში „ჯინჯერი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონი გაიმართა. წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 10 კომპანიის 29-მა პრო ბონო კონსულტანტმა, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე 7 ორგანიზაციისთვის საკომუნიკაციო კამპანია მოამზადა, […]

საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, 38 250 დოლარად ყიდის

საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, 38 250 დოლარად ყიდის საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტის (რეექსპორტი) რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, წელს 3 თვეში ყაზახეთში 5 803 ერთეული (221.969 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ყირგიზეთში 2 398 ერთეული ავტომობილი (87.123 მლნ აშშ დოლარი) გავიდა. ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, […]

“ვირტუსმა” “რეჯინა” ბრძოლაში დაამარცხა, შენგელია კი მატჩის MVP გახდა [VIDEO]

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მართალია, მეტოქე ცხრილის სსაშუალო “რეჯინა” იყო, თუმცა მეტოქემ მასპინძლებს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია. “ბოლონიელებმა” პირველი ორი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს და შესვენებაზეც კომფორტული უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში “რეჯინამ” “ვირტუსს” 9 ქულით აჯობა და მატჩის ბოლოს სიტუაცია დაიძაბა. მეოთხე მეოთხედში შეხვედრა თანაბრად წარიმართა და გუნდები ერთმანეთს […]