„ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს: „თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, „იბერიას“ და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში“ პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა, „იმედის“ დარბევა და „იმედის“ მაროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან. ეს […]

ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებაზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 22 აპრილს ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა. “საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა”, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ დასკვნას დასკვნას ამზადებს ვენეციის კომისიაც. პარლამენტმა გენდერული […]

ვასო ურუშაძე – სასამართლოს გაუმჭვირვალობა, კლანურობა, მსახურება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

სასამართლოს გაუმჭვირვალობა, კლანურობა, მსახურება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაუმჭვირვალე და კორუმპირებული სასამართლო ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი მეცნიერის, ჰიდროლოგ თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, რექტორი დავით გურგენიძე, ჰიდროლოგის, გეოგრაფის, მეცნიერის, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეთხოვება ცნობილ მეცნიერს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი კომისიის ექსპერტს, […]

კობახიძე: ამ კანონის მიღება აუცილებელი პირობაა, რომ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „აგენტების კანონის“ შესახებ კიდევ ერთხელ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. მაშინ, როდესაც საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“, კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელი პირობაა. „[„აგენტების კანონის“ მიღება] არათუ საფრთხეს არ შეუქმნის [ევროინტეგრაციას], […]

უკრაინა საკონსულო მომსახურებას აჩერებს ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ყველა საკონსულოს დაავალა, შეაჩერონ საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების საკონსულო მომსახურება. ამის შესახებ პირველად გაზეთმა „ზერკალო ნედელიმ“ გაავრცელა ინფორმაცია გამოუქვეყნებელ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოგვიანებით ეს ცნობა დაადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. საკონსულო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა შემოღებულია „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიასთან“ დაკავშირებით და […]

ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან – ქარსელაძე

,,ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს – დაუღალავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან და მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე“- ამის შესახებ რეგიონული […]

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია „Smokey Bear” საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას „Smokey Bear”, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. „Smokey Bear” აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“. „Smokey Bear”-ის კამპანია ქართველ სპეციალისტებს აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]

იონათამიშვილი: 29 აპრილს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად დგას ჩვენი მოსახლეობა

29 აპრილს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად დგას ჩვენი მოსახლეობა […] ყველა დაინახავს, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხი ერთიანია ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების ირგვლივ, რომელსაც დღეს ქართული ოცნება ახორციელებს […] ვხედავთ, ამ აქციის დაანონსების შემდეგ, რადიკალურ ოპოზიციაში რა რეაქციები აქვთ. ფაქტობრივად, ადამიანებმა სახე დაკარგეს […] ეს შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ქართველი ხალხისა და ინფორმირებული მოქალაქეების ეშინიათ.

დომინიკის რესპუბლიკაში ერთსქესიანი ურთიერთობები კანონიერი გახდა

დომინიკის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი ურთიერთობების აკრძალვა გააუქმა და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყანაში მცხოვრებმა გეი კაცმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონი მის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევდა და “მასსა და სხვა LGBT პიროვნებების მიმართ ძალადობრივ და სიძულვილით მოტივირებულ ქცევას” ახალისებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოსამართლე კიმბერლი სენაკ-ფულგენსი წერს, რომ მათი დადგენით, სექსუალური დანაშაულების აქტის მე-14 და მე-16 […]