ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელ ბიაში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ. „პროექტის შესაბამისად დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები. დამონტაჟდება […]
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და აბაშის მერი აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ

2024 წლის 17 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ. „ფოთის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ნათია ბოჯგუამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და […]
„ე.ი. თუ კი ფონდი “ქართუ” ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?!“ – ლევან ნიკოლეიშვილი

ანალიტიკოსი, ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ქართუს“ მიერ ეროვნული ნაკრებისთვის დაწესებულ 30 მილიონს, ასე ეხმაურება: „რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი “ქართუ” ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ, უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ-ქვეყანაც ასახელონ და გულშემატკივარიც გაახარონ. […]
გერმანიაში ევროპარლამენტარის ასისტენტს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი

გერმანიის საქსონიის მხარის პოლიციამ დააკავა ევროპარლამენტის დეპუტატის, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წევრის თანაშემწე, რომელსაც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში. გამოძიების ვერსიით, დეპუტატ მაქსიმილიან კრას 43 წლის ასისტენტი ძიან გ. ჩინეთის უშიშროების სამინისტროსთვის მუშაობდა. ეჭვმიტანილის ზუსტ ვინაობას გერმანიაში არ ასაჯაროებენ. მაგრამ კრას ვებსაიტზე […]
გენდერული კვოტების გაუქმებაზე დასკვნის მოსამზადებლად ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს მიმართა

„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა“, — აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში. საქართველოში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ დასკვნას ამზადებს ვენეციის კომისიაც. კომისიას ამ თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა. გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა […]
კობახიძე მწერალ ნაირა გელაშვილს რუსულ კანონზე ტყუილის თქმაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მწერალი ნაირა გელაშვილი, რომელმაც რუსული კანონი გააკრიტიკა, ტყუის. ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ჟურნალისტის პასუხად განაცხადა, რომელმაც მას შეახსენა, რომ ნაირა გელაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე „ქართული ოცნების“ პირველი პარტიული ყრილობა გახსნა თბილისში. „მთავარი სიმართლეა, რაც თქვა ქალბატონმა ნაირამ არის ტყუილი ხომ? – ეს არის მთავარი, დანარჩენი ხომ არ […]
„დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბის გაჭრას“ – ირაკლი კობახიძე

„დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბის გაჭრას“ – ირაკლი კობახიძე გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას – დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, – ამის შესახებ საქართველოს […]
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების TOP-5 ავიაკომპანიიდან ორი თურქულია

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების TOP-5 ავიაკომპანიიდან ორი თურქულია 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 7 395,00 ტონა ტვირთი გადაზიდა. საჰაერო […]
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მახალაკიძეებსა და ჭვანაში, 2 კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში დალუქეს. მოქალაქეებს ლენტური […]
სერგეი შოიგუ – უკრაინაში დასავლურ იარაღზე თავდასხმას გავაძლიერებთ

უკრაინაში დასავლურ იარაღზე თავდასხმებს გავაძლიერებთ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. „ჩვენ ლოგისტიკურ ცენტრებსა და დასავლური იარაღის შესანახ ბაზებზე თავდასხმების ინტენსივობას გავზრდით“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ. შოიგუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთმა დასავლური იარაღის უპირატესობის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია. […]