„ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის“ – ირაკლი კობახიძე

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში და არ შეიძლება მაგალითად რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს. „თქვენ გახსოვთ 3 რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ მაგალითად საწყალ […]

„ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ – ირაკლი კობახიძე

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას”, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2004-2012 წლები გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტით გამორჩეული. „ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას”, ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი […]

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელზეც ამავე მედიასაშუალებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. „ძალიან […]

ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო […]

ღაზაში, ხან-იუნისის საავადმყოფოების ტერიტორიაზე მასობრივ საფლავებში 300-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს

სასწრაფო დახმარების მუშაკებმა ღაზის სექტორში, ქალაქ ხან-იუნისში ნასერის სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მასობრივი საფლავიდან კიდევ 35 ცხედარი ამოასვენეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ხან-იუნისის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იამენ აბუ სულეიმანმა განაცხადა, რომ ნასერისა და ალ-შიფას საავადმყოფოების ტერიტორიებზე აღმოჩენილი ცხედრების საერთო რაოდენობა 310-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, ძებნის ოპერაცია გრძელდება. სულეიმანის მტკიცებით, ზოგიერთ ცხედარს ხელები და […]

ირაკლი კობახიძე – ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა, დარბევა და მოროდიორულად მისაკუთრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი „რადიკალური ოპოზიციის“ დამოკიდებულება მედიისადმი ყველას ახსოვს და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიციის“ ეს დამოკიდებულება რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც აისახება შეკრებების დროს. „თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და […]

ნინო წილოსანი – საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ესპანეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმება და ევროკავშირის ქვეყნებისთვის სამომავლო […]

ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ კონფერენციის მონაწილეებთან უნივერსიტეტის დამაარსებლის ღვაწლზე ისაუბრა. „ივანე ჯავახიშვილის შემოქმედება მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამდენი წლის შემდეგაც ნათლად ჩანს მისი წვლილი […]

„დაფინანსება არ გვაქვს” — როგორ (არ) შეეხება „რუსული კანონი“ პრორუსულ ორგანიზაციებს

საქართველოში მოქმედი ძირითადი პრორუსული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამჟამად მათ უცხოეთიდან დაფინანსება არ აქვთ, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი მათ არ შეეხებათ. „ქართული ოცნების“ კანონით, სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ს დასავლური ინსტიტუტებისგან და ფონდებისგან იღებენ, რაც განპირობებულია იმითაც, რომ მათი დაფინანსების წყაროები […]

ხელისუფლება არ უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას მედიისთვის – მედიაკოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება გუშინ, 22 აპრილს, “ფორმულას” ჟურნალისტზე, ია სართანიაზე თავდასხმას. კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს შემთხვევა და დამნაშავე პასუხისგებაში მისვეს. “ჟურნალისტებზე თავდასხმა განსაკუთრებით გახშირდა ბოლო წლებში, რასაც მეტად ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტების მცდელობა და კომენტარები, რომელიც თავისუფალი მედიის საზოგადოების მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად. ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას […]