“მიუღებელია” – პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონზე

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონთან მიმართებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიუღებელია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოური დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები უცხოური ძალის გამტარებად ითვლებიან. “პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღვადგინეთ პოზიციებზე. მოგეხსენებათ, კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება დიდი ფუფუნებაა, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ ამ პროცესში. კიდევ უფრო მეტს მივაწოდეთ ინფორმაცია მათი შრომითი […]
“მთელი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება, დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ მართლა ალექსანდრეაო” – ალექსანდრე ზაზარაშვილის გავლილი გზა – Marao

ოთხი წლის შემდეგ მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. დედასთან მისი შეხვედრის ემოციური კადრები, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა ნახა. ალექსანდრე საკუთარი ემოციების შესახებ თავად მოგვიყვება. ალექსანდრე ზაზარაშვილი: ოთხი წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მართლა მოვდიოდი. აღარ მჯეროდა ამის. ძალიან დიდი ხანია, ჩამოსვლა მინდა, მაგრამ ვერა და ვერ გამოვიდა. თვითმფრინავში ჯდომისას რომ […]
საქართველომ “მაგთის” მფლობელების წინაშე მრავალმილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ კომპანია “მაგთის” მფლობელი ამერიკული კომპანიების წინაშე საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში დავა წააგო. დავა 2020 წელს კომპანიებმა Telcell Wireless-მა და International Telcell Cellular-მა დაიწყეს და მის ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა $154 მილიონი იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხის გადახდა დაეკისრა სახელმწიფოს ინვესტორის წინაშე, ასევე უცნობია გაასაჩივრებს თუ არა იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას. BMG-იმ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს […]
კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება – ირაკლი კობახიძე

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში და არ შეიძლება, მაგალითად, რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს. „თქვენ გახსოვთ სამი რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ […]
არავისგან მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს – სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი

ნამდვილად არავისგან არ მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, იოსებ (სოსო) ბერიკაშვილმა ორბელიანების სასახლეში გასაუბრებისას განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაციული ზიანის გამოსწორება შესაძლებელია საბჭოს კომპეტენტური წევრების გაზრდით. „საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, თუ მსოფლიოს ბანკისთვის საქართველო ყოველთვის სამაგალითო იყო. ყველა რეკომენდაციას, მითითებას, […]
“სანქციები ივანიშვილს, ოცნების დეპუტატებს” – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი კანონზე

ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი “საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და მისი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის შესახებ”. როგორც ცნობილია, რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება. რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს. ასევე, ამავე პუნქტში მოწოდებაა ევროპული საბჭოს მიმართ, განიხილონ ქართული ოცნების საპატიო […]
საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი – მდინარაძე ინ ვიტრო განაყოფიერებაზე

ამბროლაურში დღეს, 23 აპრილს გამართულ საკონსტიტუციო განხილვაზე მმართველი პარტიის წევრებს შეკითხვა აბორტის შესახებაც დაუსვეს. მამუკა მდინარაძის პასუხს „პუბლიკა“ აქვეყნებს: „ეს არის თემა, რომელიც იმხელა მსჯელობის საგანია, და სხვათა შორის, არამხოლოდ აბორტთან დაკავშირებით… შარშან ჩვენ, წლის ბოლოს – ნოემბერ-დეკემბერში, დიდი მსჯელობა და კამათიც, არ დაგიმალავთ, გვქონდა და დიდი ხანი მოვუნდით, ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ხშირ […]
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ მასპინძლობს, რომელშიც 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 24 გამომცემლობა მონაწილეობს. თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება და საუნივერსიტეტო სივრცეში გამოიფინება, როგორც სახელმძღვანელოები, ისე მხატვრული, სამეცნიერო და საბავშვო ლიტერატურა. მათივე ცნობით, გამოფენა თსუ ბიბლიოთეკისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. „სტუმრებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა […]
მდინარაძე: საკამათო გახდა, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი

“მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი, ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, ეს გახდა საკამათო თემა”, – თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში გამართულ საკონსტიტუციო განხილვაზე, სადაც ჰომოფობიური კანონპროექტი და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები წარადგინეს. კომენტარს პუბლიკა ავრცელებს. პუბლიკას ცნობით, შეხვედრაზე ერთ-ერთმა დამსწრემ თქვა: “ბავშვთა უფლებებს და რელიგიურ ღირებულებებს დავიცავთ აგრეთვე იმით, რომ […]
სანქციები ივანიშვილს, 83 დეპუტატს და სხვა – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება, მანამდე კი დაგეგმილია დებატები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მონაწილეობით. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ქართული კანონპროექტი შედგენილია რუსეთში 2012 წელს მიღებული მსგავსი კანონის მიხედვით, ასევე, მსგავსი კანონმდებლობა ცოტა […]