2023 წელს ევროპაში ჯიჰადისტების სულ მცირე 10 თავდასხმა აღიკვეთა – ჰოლანდიის დაზვერვა

დაზვერვამ აღკვეთა მინიმუმ 10 ჯიჰადისტური თავდასხმა მთელ ევროპაში გასულ წელს, იმ ფონზე, როცა ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომმა გაზარდა შემდგომი თავდასხმების საფრთხე, განაცხადა ჰოლანდიის სადაზვერვო სააგენტომ (AIVD) სამშაბათს, 23 აპრილს. თავდასხმათა გეგმები მოიცავდა ადამიანების დაჭრას და შენობებსა და ღონისძიებებზე თავდასხმისთვის მზადებას, ნათქვამია AIVD-ის წლიურ ანგარიშში, დამატებითი დეტალების გარეშე. “მობილიზაცია გამოიწვია ორმა საკითხმა: ყურანის დაწვამ […]

მირიამ ლექსმანი – თუ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მიიღება ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ და კომისიის რეკომენდაციების დარღვევით, მაშინ ჩვენი პასუხი მკაფიო უნდა იყოს

თუ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მიიღება ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ და კომისიის რეკომენდაციების დარღვევით, მაშინ ჩვენი პასუხი მკაფიო უნდა იყოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს აახლოებს „პუტინის რუსეთთან“. „ქართული ოცნების მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ […]

მარკეტა გრეგოროვა – მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს – კანდიდატის სტატუსის მიღება პერმანენტული მიღწევა არ არის, შესაძლოა, იყოს ფინანსური შედეგები

როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთი ქვეყანა, რომელიც თავდასხმას განიცდის, აკეთებს ყველაფერს, რათა დაუახლოვდეს ევროპულ ღირებულებებს, ვგულისხმობ უკრაინას, ცხადია, უფრო მეტად მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს,- ამის შესახებ ევროდეპუტატმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება პერმანენტული მიღწევა არ არის და […]

ურმას პაეტი – საქართველოს მთავრობის ქმედებები აჩვენებს, რომ ის არ უყურებს სერიოზულად ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციას

„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით, მისი მოქალაქეების მხრიდან უზარმაზარი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა იყენებს რუსულ პრაქტიკას, მოახდინოს ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ნებისმიერზე, ვინც მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ფოკუსირება უნდა მოახდინოს […]

“დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი” – აშშ-ის კონგრესში დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა

აშშ-ის კონგრესში „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გამოფენა გაიმართა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის ისტორიებს აშშ-ის დედაქალაქში იხილავენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, ღონისძიებაზე ნაჩვენები საზარელი ისტორიებით, ნათელი ხდება, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში. “ერთი […]

რუსეთმა ხარკივის ანძა ბაიდენ-ზელენსკის საუბრამდე რამდენიმე წუთით ადრე დაბომბა

ხარკივში 240 მეტრიანი სატელევიზიო კოშკის განადგურება მოსკოვის მიზანმიმართული მცდელობის ნაწილია, რათა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი დაუსახლებელი გახდეს, თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „როიტერის“ მიერ მოპოვებული დრამატული კადრები აჩვენებს, რომ სატელევიზიო კოშკის მთავარი ანძა იშლებოდა და მიწაზე ეცემა ქალაქში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის მხრიდან უწყვეტი თავდასხმის და მასობრივი დაბომბვების მსხვერპლია. ზელენსკიმ თქვა, რომ მან შეერთებული შტატების […]

გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ჩართული პირი დააკავეს

ევროპარლამენტის წევრის თანაშემწე ულტრამემარჯვენე პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ჩინეთისთვის “განსაკუთრებით მძიმე” შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. ეს ევროპაში ბოლო პერიოდში მსგავსი დაპატიმრებების სერიიდან ერთ-ერთი ინციდენტია. პროკურორებმა სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ის მოიხსენიეს, როგორც იან ჯ. (Jian G.) და ბრალი დასდეს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში გამართული დისკუსიების შესახებ ინფორმაციის ჩინეთის დაზვერვისთვის გადაცემაში. ივნისის არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავარი კანდიდატის, მაქსიმილიან კრაჰის […]

კიევი ამბობს, რომ რუსეთი 25 ათასამდე ჯარისკაცით ჩასივ იარის რაიონის იერიშს ცდილობს

ორშაბათს, უკრაინის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთი 20,000-25,000 ჯარისკაციანი ძალებით აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ჩასივ იარზე და მიმდებარე სოფლებზე იერიშს ცდილობს და ვითარებას რთული უწოდა. უკრაინა სრულად აკონტროლებს ჩასივ იარს, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს. უკრაინიდ უმაღლესი მეთაური ამბობს, რომ რუსეთს ქალაქის დაპყრობა 9 მაისისთვის სურს, როდესაც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების […]

სანქციები ივანიშვილს, ფინანსური დახმარებისა და მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება – ლექსმანის ინიციატივა რუსული კანონის საპასუხოდ

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის შეფასებით, კანონი, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” გამჭვირვალობის საბაბით ცდილობს, “იგივე მოდელია, როგორიც არის პუტინის რუსეთში”. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ლექსმანმა დაასახელა ნაბიჯი, რითაც, მისი აზრით, უნდა უპასუხონ “ქართული ოცნების” მცდელობას, მიიღოს რუსული კანონი მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად. “საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დააინიციირა კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ფაქტია, რომ ეს კანონპროექტის ტექსტი, რომელსაც განიხილავს […]

აშშ ჩინური ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს – „უოლ სთრით ჯოურნალი“

აშშ ჩინური ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ვაშინგტონი პეკინს რუსეთის შეიარაღებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის კომპონენტების გადაცემაში სდებს ბრალს და აღნიშნული ექსპორტის შეზღუდვა სურს. აშშ-ის ოფიციალური პირები „უოლ სთრით ჯოურნალთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას იმ შემთხვევისთვის განიხილავენ, თუ დიპლომატიური ძალისხმევა არ გამოიღებს შედეგს და ჩინეთი არ დათანხმდება რუსეთში ორმაგი და სამხედრო დანიშნულების პორდუქტების ექსპორტის […]