„ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა იმ ნორმას ცვლის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში „შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში აისახა

„ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა იმ ნორმას ცვლის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ აისახა და რომელიც “შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. მაშინდელი შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა კი შემცირდა. ასევე […]

პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტი წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დეპუტატის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში არსებობდა დათქმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, რამაც საკმაოდ ეფექტურად იმუშავა. მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფების ეფექტურობიდან გამომდინარე, გამოდის ინიციატივით ამ მოწვევის პარლამენტის მრავალფეროვნებისთვის, რეგლამენტში იმავე დათქმა იყოს ჩაწერილი. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა […]

პროკურატურამ ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, ბათუმში, ბრალდებულები მივიდნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი […]

ჟიგიმანტას პავილიონისი პაველ ჰერჩინსკის – გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს. „გრცხვენოდეთ, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – წერს პავილიონისი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა […]

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორი შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა. პროკურორის თქმით, […]

„გვახარებს ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ საქართველოში“ – „აგროსფეროს“ Yara-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

ინოვაციური სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, Yara-ს წარმომადგენლები – ბიზნესის განვითარების მენეჯერი ევროპაში, რემკო ბროსი და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მენეჯერი, ვადიმ ლევკოვსკი საქართველოს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა პარტნიორ კომპანია „აგროსფეროსთან“თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ამასთანავე, წარადგინეს პროდუქციის ახალი ხაზი, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ მალე შემოვა. რამდენ წელს ითვლის ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა? რით არის გამორჩეული […]

მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს, თუ არ მივეხმარეთ ძალიან ბევრი ორგანიზაცია ფიზიკურად ვერ გადარჩება – FAS Group

FAS Group-ის დამფუძნებელი ნათია სხვიტარიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ მცირე და საშუალო ბიზნესი კრიზისის წინაშე დააყენა. მისი თქმით, ამ სეგმენტში შეიძლება ბევრი კომპანია ვერ გადარჩეს და საქმიანობა შეწყვიტოს. ნათია სხვიტარიძე აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაერთიანდნენ და არსებულ გამოწვევებს ერთობლივი ძალისხმევით უპასუხონ. ,,ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი გაუბედურებულ […]

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანის მიერ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე 10 დეკემბერს გამოქვეყნებული მოკლე ტექსტის თანახმად, შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა. „აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!“ – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანის ინფორმაციით, შეხვდა ილონ მასკსა და მაიკ უოლცსაც. ტრამპი აპირებს უოლცი დანიშნოს მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების […]

პარლამენტმა რვა დეპუტატს მანდატი შეუწყვიტა

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა რვა დეპუტატს: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, დავით სონღულაშვილს, ანრი ოხანაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს. პრესცენტრის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პარლამენტი დღესვე ცნობს ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილებას. „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის რიგითობით, მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან: ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ქურასბედიანი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა […]

თაკო ჩარკვიანი: „ბანდად ქცეულო ხელისუფლებავ! გონს მოუხმეთ დროულად, არ გაჩერდება ეს პროცესი! დაუთმეთ ხალხს, ახლა ეს არის ერთადერთი სწორი გზა! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!“

თაკო ჩარკვიანი: „ბანდად ქცეულო ხელისუფლებავ! გონს მოუხმეთ დროულად, არ გაჩერდება ეს პროცესი! დაუთმეთ ხალხს, ახლა ეს არის ერთადერთი სწორი გზა! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!“ „ხელისუფლებავ!!! წინასწარ უეჭველი მარცხისთვის გამეტებული გაქვთ თავები! ფრთხილად! ფრთხილად! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!“ – აღნიშნულ მიმართვას პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და […]