უცხოეთის აგენტები მთავრობაში არიან და რუსულ კანონებს აკოპირებენ – ევროპარლამენტარი გალერი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებს „უცხოეთის გავლენის აგენტებს“ უწოდებს და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. „არსებობს ვალდებულებები, რასაც [ხელისუფლების წარმომადგენლები] ხელაღებით არღვევენ“, – თქვა გალერმა 23 აპრილს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. „ჩემი შთაბეჭდილებით, თუკი უცხოეთის აგენტებზე ვსაუბრობთ, ერთადერთი უცხოეთის აგენტები მმართველ პარტიაში მყოფი ის ხალხია, ვინც […]
“ქვეყანა რომელიც ასეთ კანონს მიიღებს, ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას” – მიქსერი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე, თქვა: ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ხალხის უმრავლესობა ხედავს თავის მომავალს ევროკავშირში, მათ უნდათ, რომ შეუერთდნენ ევროკავშირს და სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნება” სულ სხვა გზით მიდის. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველომ დაიხია უკან დემოკრატიის საკითხებში. იქ არსებობს პრობლემები საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ევროპულმა პარლამენტმა მიუთითა ამ ნაკლებზე საქართველოს მთავრობას. სამწუხაროა, […]
საქართველოს მთავრობა სერიოზულად არ ეპყრობა ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი – პაეტი

ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს საქართველოზე. ეს არის კიდევ ერთი, ბოლო მაგალითი იმისა, როგორ ხდება ზეწოლა ჟურნალისტებზე. საქართველოს მთავრობის მოქმედება გვიჩვენებს, რომ ისინი სერიოზულად არ ეპყრობიან საქართველოს ხალხის ნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი. მათ უნდა მიიღონ და განახორციელონ ყველა ზომა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს კანონი […]
ღარიბაშვილი, ვაჟა სირაძე – სანქციები ოცნების ლიდერებს – აუსტრევიჩუსის მოთხოვნა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსმა თქვა: ბატონო კომისარო, ძვირფასო კოლეგებო. ნება მომეცით, მივესალმო საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელს, ბატონ ნიკა გვარამიას. ჩემო კოლეგებო, საქართველოს მთავრობის მცდელობები, შემოიტანონ ეს კანონი, არის იმის მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს გავლენა მედიაზე წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მცდელობები, გაამართლო კანონი, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს დემოკრატიულ განვითარებას, ეს […]
მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ფოტიგა

“ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმიტომ, რომ ეს დაიმსახურა საქართველოს ხალხმა” – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ, სადაც მთავარი თემა რუსული კანონია. ფოტიგამ ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა: “ხალხს კიდევ ერთხელ მიადგა დარტყმა მას შემდეგ რაც ეს კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.” აღნიშნა […]
შეჩერდით! – კალიურანდის 2 გზავნილი საქართველოსთვის

მე მაქვს ორი გზავნილი საქართველოსთვის – თუ შეიძლება შეჩერდით და ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს არის ძალიან ცუდი პროცესი, როცა ხდება დაკნინება ევროპული პრინციპების. საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ინტეგრაცია ევროკავშირში და მინდა დავარწმუნო ქართველი ხალხი, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები მხარდაჭერილი იქნება ევროპული პარლამენტის შემდეგ შემადგენლობაში. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენც ასევე გექნებათ პროგრესული […]
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში – ნათლად ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას – ვგმობთ კანონის ხელახლა შემოღების მცდელობებს

ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას, და ვგმობთ ამ კანონის ხელახლა შემოღების მცდელობებს. ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “დღეს ამ დებატებმა გვაჩვენა, რომ ვიზიარებთ სურვილს დავინახოთ საქართველოს წარმატება მის რეფორმებში და მის ევროპულ გზაში. და ეს ასევე ქართველის ხალხის სურვილიცაა. […]
მდინარაძე: რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის

“რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის…” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერს და ევროპარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს ეხმაურება, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილისა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებაზე. მდინარაძე კვლავ “დეზინფორმაციასა და კონტექსტის დამახინჯებაზე” საუბრობს და ირწმუნება, რომ მათზე “ამორალური გზებით გავლენის მოხდენას ცდილობენ”. “ვინმე თუ წარმოიდგენდა წლების წინ, […]
კრამონი რუსულ კანონზე: ეს დემოკრატია აღარაა – ეს არის მარიონეტების შოუ

ყოველთვის, როცა მგონია რომ ქართულმა ოცნებამ ფსკერს მიაღწია, ისინი მაინც ახერხებენ ჩემს გაოცებას უფრო ღრმა ფსკერზე ჩასვლით. ეს იმიტომ, რომ ქართული ოცნება, რეალურად რუსული ოცნებაა და როცა 83 დეპუტატი ღიად უჭერს მხარს რუსულ კანონს, ეს დემოკრატია აღარაა – ეს არის მარიონეტების შოუ და მათი პატრონი, რომელიც ამ 83 ღილაკს ხელს აჭერს, ბიძინა ივანიშვილია. ოლიგარქი იღებს […]
ვაშინგტონში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს

რა როლი აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონში და როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს შეერთებულ შტატებს მის მიმართ – ამ თემაზე მსჯელობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ვაშინგტონის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში კიდევ უფრო გააქტიურდა.