“ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება..გელოდებით ყველას 29 აპრილს” – მამუკა მდინარაძის განცხადება

აი რას წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში: „კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე-გელოდებით ყველას 29 აპრილს! ჩვენთვის […]

Eldesmarque: ქოჩორაშვილის 6 მატჩი ფასის გეომეტრიული პროგრესიით გასაზრდელად

“ლევანტე” 36 ტურის შემდეგ სეგუნდაში 52 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, თუმცა ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს და Eldesmarque წერს, რომ გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა დარჩენილი ექვსი მატჩი სატრანსფერო ფასის გასაზრდელად უნდა გამოიყენოს: “ქოჩორაშვილი “რასინგთან” შეხვედრაში სასტარტოში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა. ანხელ ალგობიას ტრავმამ მას საშუალება მისცა ისევ ეგრძნო მთავარი როლის შემსრულებლად […]

„მომხრე ვარ, რომ თითოეულ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაწყვეტილება იყოს საჯარო“ – ლაშა ქავთარაძე

„მომხრე ვარ, რომ თითოეულ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაწყვეტილება იყოს საჯარო” – ასე უპასუხა სების საბჭოს წევრობის კანდიდატმა და გალტ&თაგარტის მთავარმა ეკონომისტმა კითხვას, როგორი იქნება დამოუკიდებლობის ხარისხი საბჭოს წევრობის შემთხვევაში. ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და შესარჩევი კომისიის წევრმა არჩილ მესტვირიშვილმა ქავთარაძეს ჰკითხა რადგან კანონის მიხედვით, სებ-ის წევრებს არ აქვთ უფლება გარკვეული ინსტრუქციები მიიღონ სტრუქტურის […]

„გაზპრომმა“ ორენბურგის ოლქში გაზის 20-ზე მეტი ჭაბურღილი დახურა

რუსულმა მონოპოლიურმა კომპანია „გაზპრომმა“ გაზის ორ ათეულზე მეტი ჭაბურღილი დახურა. მიზეზი რუსეთის ორენბურგის ოლქში მომხდარი წყალდიდობა გახდა. გამოცემა enkorr წერს, რომ რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა გადაწყვიტა ორენბურგის რეგიონში 20-ზე მეტი გაზის ჭაბურღილი დაკეტოს, რათა ჭაბურღილები არ დაიტბოროს. „კომპანიის მონაცემებით, ორენბურგის ნავთობისა და გაზის კონდენსატის საბადო წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და 300 ათას ტონა ნავთობსა […]

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიამ დღეს ადმინისტრაციაში წარდგენილი 28 კანდიდატის განაცხადიდან, განხილვის შედეგად, სრული კონსენსუსით შერჩეულ 8 კანდიდატს მოუსმინა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის თავმჯდომარის თამარ სულუხიას განცხადებით, კომისია გააგრძელებს მუშაობას და კიდევ ერთხელ იმსჯელებს ამ კანდიდატების ინტერვიუების […]

დავით კაჭარავა აქციის მონაწილეებს – ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის – ჩვენ ამ გზაზე ვივლით და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, – ასე მიმართა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ. კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად გახდება მეტად დამოუკიდებელი და […]

პროფკავშირების გაერთიანება: ქართველი ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ქართული ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი მიუღებელია. განცხადებაში საუბარია დასავლეთისგან მიღებული დაფინანსების მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა და ხალხის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულია. “კანონპროექტი, სადაც ვკითხულობთ, რომ თუკი ორგანიზაცია შემოსავლის სახით უცხოური დონორებისგან გარკვეული რაოდენობის დაფინანსებას იღებს, […]

რა ხდება მსვლელობაზე, სადაც აქტივისტები რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას შეხვდნენ

“მონა” – ეს შეძახილები ისმოდა კაჭარავას მისამართით. კაჭარავას აქციის მონაწილეებმა ხალხთან საუბრისკენ მოუწოდეს. “ხალხის ძალის” წარმომადგენელი დავით კაჭარავა მანქანიდანაც გადმოვიდა, სიტყვით მიმართა აქტივისტებს და შემდეგ ის პოლიციამ გააცილა. ჩამოდით, დაგველაპარაკეთ, ხომ შეიძლება რაღაც კონსტრუქციულ საერთო წინადადებაზე შევთანხმდეთ და ეს ბინძური პიარი არ ისმოდეს. ჩვენი მსახური ხართ, ეს ადამიანები გიხდიან ხელფასს. არ შეიძლება საკუთარ ახალგაზრდებს არ […]

დეპუტატი კაჭარავა მსვლელობის მონაწილეებს არწმუნებს, რომ “ეს კანონი ქართულია”

დღევანდელ აქციაზე დემონსტრანტები მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ წავიდნენ, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და პარტია ” ხალხის ძალის” წარმომადგენლის, დავით კაჭარავას ავტომობილი მსვლელობის შუაგულში აღმოჩნდა. დემონსტრანტებმა მას გზა გადაუკეტეს და კითხვები დაუსვეს. აქციის მონაწილეები მას სთხოვდნენ, საჯაროდ, ტელეეთერების მეშვეობით განეხილათ “აგენტების კანონი” მათთან ერთად, რა დროსაც დეპუტატი გადმოვიდა მანქანიდან და შეკრებილების დარწმუნება დაიწყო, რომ “ეს კანონი […]