დეპუტატ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ, “ხალხის ძალის” წევრ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილში დეპუტატი კაჭარავა შენიშნეს, რა დროსაც მას ჰკითხეს, რატომ დაუჭირა მხარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. საბოლოოდ […]
აუსტრევიჩიუსი სირაძისა და “ხარებასთვის” სანქციების დაწესებას ითხოვს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ითხოვს, სანქციები დაუწესდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძესა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას”. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქართველი ხახის ნებას და აკავებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს. “საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ავალდებულებს, პოლიტიკური რეფორმების გატარებას. მცდელობა, რომ რეპრესიული კანონი გამართლდეს დასავლური პრაქტიკით, […]
„ქართული ოცნება“ რეალურად „რუსული ოცნებაა“ – ვიოლა ფონ კრამონი

„ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც 83 დეპუტატის მხარდაჭერით “რუსულ კანონს” იღებენ, ეს არ არის დემოკრატია, არამედ ეს “მარიონეტების შოუა”, რომლის მმართველიც კრემლში ზის. „ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად დაეცა, ისინი კიდევ უფრო დაბლა დაცემით მაოცებენ, […]
მაქვს სურვილი მეტი სარგებელი მოვუტანო სებ-ს და ორგანიზაციის საბჭოს წევრობით მეტი სარგებელი მოვუტანო ქვეყანას – მამუკა ჯიბუტი

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი მამუკა ჯიბუტი განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკში მისი მიზანი სებ-ის მმართველობის გუნდის გაძლიერება და ამით ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მოტანაა. „პირველი და უმთავრესი, რომ მე ვხედავ ჩემში შესაძლებლობას, რომ ჩემი შერჩევის პროცესის პოზიტიურად დასრულების შემთხვევაში და საბჭოში არჩევის შემთხვევაში, გავაძლიერო საბჭოს ფუნქციონირება, ეს არის უმთავრესი. ამის საფუძველი არის ის გზა, რომელიც მე მაქვს […]
რა თქმა უნდა ვიქნები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში – ლევან სურგულაძე სებ-ის საბჭოს წევრობაზე

თუ ვიქნები სებ-ის საბჭოში, ვიქნები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ლევან სურგულაძემ, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მოსმენაზე, განაცხადა. მისი თქმით, სებ-ი დამოუკიდებელი უნდა იყოს გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. „ეროვნული ბანკი არის კანონით დამოუკიდებელი ნებისმიერი გარე ორგანიზაციისგან თუ პიროვნებისგან. მან გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მხოლოდ იმ მონეტარული პოლიტიკიდან […]
დავით უსუფაშვილი – დემოკრატიული სამყარო საქართველოს მთავრობის ლიდერებს პირდაპირ ეუბნება: „თქვენ ემსახურებით პუტინს და არა – ხალხს“ – სანქციები ცალსახად იქნება

დემოკრატიული სამყარო საქართველოს მთავრობის ლიდერებს პირდაპირ ეუბნება, რომ „თქვენ პუტინს ემსახურებით და არა – ხალხს“ – სანქციები, რომლებზეც საუბრობენ, ცალსახად იქნება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველოს მთავრობა მსგავს პოლიტიკას გააგრძელებს, მათთვის ევროპის კარი დახურული იქნება. „ის შეფასებები, რომელიც დემოკრატიული სამყაროსგან ისმის, უკვე […]
გიგი წერეთელი – ძალიან კრიტიკული და მძიმე ვითარება გვაქვს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით – „ქართული ოცნების“ არსი, მრწამსი და სურვილი, როგორ იმართოს ქვეყანა, შეუთავსებელია პრინციპებთან, რაც ევროპაშია

მე ვფიქრობ, რომ ძალიან კრიტიკული და მძიმე ვითარება გვაქვს გეოპოლიტიკური და საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ევროპარლამენტარების განცხადებები გასაგებია და ადეკვატურია , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშრებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. გიგი წერეთლის განცხადებით, ევროპარლამენტარები, ვინც დღეს „ქართულ ოცნებას“ და […]
“გვირაბი გაიჭრა TBM-ით” – პრემიერი

დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ისტორიულია, ვინაიდან აღვნიშნეთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრა. ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ახალი გზა მნიშვნელოვნად – 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს. გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით – TBM-ით გაიჭრა.
“გამყიდველი დომინანტის სტატუსს ინარჩუნებს” – რა ტიპის უძრავი ქონებაა დეფიციტური ბაზარზე?

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორის მარიამ ასათიანის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე დომინანტის სტატუსს ისევ გამყიდველი ინარჩუნებს და გარკვეულ სეგმენტში ბაზარს საკუთარ წესებს გამყიდველი კარნახობს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა. მარიამ ასათიანმა BMGTV-ზე უძრავი ქონების ბაზარზე „მიგრანტების ეფექტის“ შედეგზეც ისაუბრა. – “უძრავი ქონების ბაზარზე დომინანტი გამყიდველი პირველად გახდა” – ერთი […]
რა “გაუბედეს” ევროპარლამენტარებმა მდინარაძეს? – “ამას თუ გაბედავდნენ..” – მამუკა მდინარაძე

“სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? – რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმაურება, სადაც საუბარი იყო წერტილოვან სანქციებზე. “ფეიკებით”, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის […]