„გუდაურში – წარმატებული, ბაკურიანში – საშუალო, მესტიაში – პესიმისტური, გოდერძიზე – ძალიან ცუდი ზამთრის სეზონი გვქონდა”

საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, წლის პირველ კვარტალში თბილისის სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. „საქმიანი დილის“ ეთერში 2024 წლის პირველი მეოთხედის ტურიზმში არსებული მდგომარეობის შეფასებისას, ის ამბობს, რომ ზამთრის სეზონი სამთო კურორტებზე განსხვავებული წარმატებით მიმდინარეობდა. ყველაზე მეტი ტურისტი წელს გუდაურს ჰყავდა, ყველაზე აქტიური ქვეყანა კი ისრაელი იყო. „სხვადასხვა რეგიონების მიხედვით სხვადასხვანაირი შედეგები გვქონდა. თბილისში დატვირთულობის […]

არგენტინამ, 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების გამო, ინტერპოლს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების თხოვნით მიმართა

არგენტინამ, 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების გამო, ინტერპოლს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „არგენტინა იმ პირების საერთაშორისო დაკავებას ითხოვს, რომლებიც 1994 წელს ებრაულ კულტურის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმაზე არიან პასუხისმგებლები და თავიანთ თანამდებობებზე დაუსჯელად რჩებიან. ერთ-ერთი მათგანი აჰმად ვაჰიდია, რომელიც თავდასხმაზეა პასუხისმგებელი“, – […]

მაია ომიაძე ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, „ტურიზმის როლი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში“-პანელურ დისკუსიაში მაია ომიაძემ ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა. „მაია ომიაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები. კონფერენციას […]

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება, – ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, […]

საქართველოში კვლავ ცხელი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 24-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს. 24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. […]

ნახეთ, რა გელოდებათ დღეს – ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი შეიმუშავეთ სამომავლოდ ახალი გეგმები და ახალი სტრატეგია, სასურველია, მოიძიოთ დამატებითი შემოსავლის წყარო. კურო ყოველდღიური ერთფეროვნება დამღლელი და აუტანელი ხდება, შეეცადეთ, დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, რათა დრო არ დაგრჩეთ უსიამოვნო ფიქრებისთვის. ტყუპები დღევანდელი დღე თქვენთვის საინტერესო, წარმატებული პერიოდის დასაწყისია, მოემზადეთ სასიამოვნო მოულოდნელობისთვის, დაფიქრდით, ხომ არ დადგა დრო, შეცვალოთ თქვენი ხისტი პრინციპები. კირჩხიბი ნუ იდარდებთ, დრო […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 აპრილს – ვალუტის განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8555 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

რუსეთში თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მექრთამეობის გამო დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს ერთ-ერთი მოადგილე, ტიმურ ივანოვი დააკავეს. ამის შესახებ 23 აპრილის ღამეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს. გამოძიება დიდი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს დანარჩენი დეტალები არ დაუზუსტებია და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ “მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები”. მასალა განახლებადია

სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია

რუსეთის ქალაქ სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა დაადასტურა, რომ ხანძარია საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე დრონის თავდასხმის შემდეგ. ადგილობრივების თქმით, იარცევოს რაიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ. ტელეგრამის არხი Astra თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. „დიდი ალბათობით, საწვავისა და ენერგეტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სმოლენსკის და იარცევოს რაიონებში, საგანგებო სიტუაციების […]

la bomba. პსჟ-ის მფლობელი კატარის სამეფო ოჯახი “ნაპოლით” დაინტერესდა

ნეაპოლური მედია იტყობინება, რომ “ნაპოლის” ყოფილმა ნახევარმცველმა ფაბიო სეზარ მონტეზინემ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ბომბის აფეთქების მსგავსია. მონტეზინე ბრაზილიიდან ევროპაში 2001 წელს გადმობარგდა, 3 სეზონი “ნაპოლის” ღირსებას იცავდა, შემდეგ კატარის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, 2008 წელს კატარის მოქალაქეობა მიიღო, ამ ქვეყნის ნაკრებში 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ამჟამად კი “ალ რაიანის” მწვრთნელია. ის ირწმუნება, რომ ალ-თანის სამეფო […]