არგენტინამ, 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების გამო, ინტერპოლს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების თხოვნით მიმართა

არგენტინამ, 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების გამო, ინტერპოლს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავების თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„არგენტინა იმ პირების საერთაშორისო დაკავებას ითხოვს, რომლებიც 1994 წელს ებრაულ კულტურის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმაზე არიან პასუხისმგებლები და თავიანთ თანამდებობებზე დაუსჯელად რჩებიან. ერთ-ერთი მათგანი აჰმად ვაჰიდია, რომელიც თავდასხმაზეა პასუხისმგებელი“, – ნათქვამია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
12 აპრილს არგენტინის სასამართლომ 1992 წელს ბუენოს-აირესში ისრაელის საელჩოს აფეთქებასა და 1994 წელს ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქებაში ირანი დაადანაშაულა.
1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქების შედეგად, 85 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”