რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. „რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და […]

ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იღებენ სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მაქსიმალური იქნება; ფერმერებს 50-მდე აგრონომი თხილის […]

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა…

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემას “ნოე სულაბერიძის შოუ” საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც “ჯვაროსნების” ყოფილ კაპიტან კახა კალაძეზე ისაუბრა: “ვოცნებობდი, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და თითქმის 100 მატჩამდე ავედი. ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში კახა კალაძე უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია, თავისი ტიტულებითა და ნიჭით. ინგლისში თამაშისას მივხვდი, ნიჭიერება რას ნიშნავს. ნიჭიერია ადამიანი, რომელსაც შრომა […]

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელის დახმარების პაკეტი, რომელმაც ახლა კონგრესის ორივე პალატა გაიარა, ალიანსის სიძლიერის ნათელი დადასტურებაა და ჩვენი მტრებისთვის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს

ისრაელის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის აშშ-ის სენატს მადლობას ვუხდი, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. „მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს იმისთვის, რომ დღეს, ისრაელის დახმარების პაკეტი ორპარტიული უმრავლესობით დაამტკიცა. „ჰამასის“ ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმიდან მე-200 დღეს ისრაელი და აშშ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად იბრძვიან, დემოკრატიასა და საერთო ღირებულებებს იცავენ. ისრაელის დახმარების პაკეტი, რომელმაც ახლა კონგრესის […]

აშშ-ს სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატმა უკრაინის, ისრაელის, ტაივანისა და მისი მიმდებარე რეგიონის სამხედრო დახმარების პაკეტს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა. დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 კი წინააღმდეგი იყო. სენატმა, ისევე, როგორც გასულ დღეებში წარმომადგენელთა პალატამ, განიხილა 4 კანონპროექტი: უკრაინის დახმარების, ისრაელის დახმარების, ტაივანისა და წყნაროკეანეთის რეგიონის დახმარების და აშშ-ს ეროვნული ინტერესების პრიორიტეტის. მეოთხე კანონპროექტის მეშვეობით აშშ-ში შესაძლებელი […]

„20 კომპანია არის ოფშორში, რომელსაც საქართველოში აქვს 100-მდე შვილობილი კომპანია“ – ბესო ნამჩავაძე

„ჩვენ 20-ზე მეტი კომპანია გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ ის ბიზნესს აკეთებს ოფშორებიდან. 20 კომპანია არის ოფშორში, რომელსაც საქართველოში აქვს 100-მდე შვილობილი კომპანია“,- ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა კიდეც. პროექტის მიხედვით, […]

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცებისთვის – ზელენსკი

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცებისთვის, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დახმარების პაკეტის დამტკიცებას. პრეზიდენტი მადლობას უხდის უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, „რესპუბლიკელ“ ლიდერს მიჩ მაკკონელს და ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა. „მე ასევე მადლობელი ვარ ყველა ამერიკელის, ვინც […]

“არა რუსულ კანონს!” – ახალგაზრდებმა მორიგი აქცია, პარლამენტთან, დღეს, 19:00 საათზე ჩანიშნეს

‘არა რუსულ კანონს!” – სტუდენტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია 24 აპრილს,19:00 საათზე ჩანიშნეს. თავდაპირველად ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი სავარაუდოდ მსვლელობით სხვადასხვა ლოკაციაზე გადაინაცვლებენ. თუმცა, იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები ამ გადაწყვტილებებს სპონტანურად იღებენ, მათი მარშრუტი ამ დროისთვის უცნობია.

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79 სენატორმა 18-ის წინააღმდეგ. მხარდამჭერთა უმეტესობას დემოკრატები შეადგენენ. პროცედურულად, კანონპროექტს ახლა ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რათა კანონად დამტკიცდეს და ამოქმედდეს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს. „დღეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ინანოს დღე, როდესაც ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის გადაწყვეტილება“, – […]

რუსეთში სერგეი შოიგუს მოადგილე დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს […]