რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია – „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა. „ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ […]
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე – ეს არის ქართულ პოლიციაზე თავდასხმის ტენდენციები და კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩო საკითხზე განმარტებას გააკეთებს

გუშინ, ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე, ვგულისხმობ ბატონ აუსტრევიჩუსს, ეს ევროპარლამენტარი, ამავდროულად, არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წევრი – კარგი იქნება თუ ლიეტუვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე […]
რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა

რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსებმა ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს. ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, რუსების სარაკეტო დარტყმების შედეგად, 3 საცხოვრებელი კორპუსი, 2 საოფისე შენობა და 33 […]
პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: აცდენილი არიან არათუ ევროპულ, ადამიანურ ღირებულებებსაც

გუშინ ვიხილეთ ვიზუალიზაცია იმისა თუ როგორ ესმით ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში. აღმოჩნდა,რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთა ერთად ბრიფინგის ჩატარება, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა, ვგულისხმობ იმ ევროპარლამენტარებს ვინც იქ იდგნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც აღმოვაჩინეთ გუშინ, აღმოჩნდა, რომ პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც […]
ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანს ეწვია

ფხენიანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 2024 წლის აპრილის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანს ეწვია. როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრი იყო მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი – საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი იუნ ჩენ ჰო. ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის საკმაოდ იშვიათია. მინისტრი იუნ ჩენ ჰო ასევე აქტიურად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ვაჭრობის და […]
“ამ წამს, ოცნება და ნაცები ერთად აყირავებენ რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოს” – იაკობ ჯანგავაძე

ამ წამს, ოცნება და ნაცები ერთად აყირავებენ რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოს. ოპოზიციონერ თავმჯდომარეს, გახარიას პარტიიდან, აყენებენ და ოცნებას გადასცემენ ამ საკრებულოსაც. წარმოუდგენელი ამბავი ხდება რუსთავში. ნაცი = ქოცი. ქოცი = ნაცი.
თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიაში მესამე წიგნი “ხელახლა აღმოჩენილი იაპონია” გამოუშვა

საქართველოს ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიაში მესამე წიგნი “ხელახლა აღმოჩენილი იაპონია” გამოუშვა. აღნიშნულ ნამუშევარში, საქართველოს და იაპონიის კულტურები მრავალი კუთხიდან არის შედარებული. წიგნი უკვე იყიდება იაპონიის წამყვან ქსელებში. „ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკვე 3 წიგნი გამოვუშვი: · “ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო” · “ქართველი ელჩის ჩანაწერები” · “ხელახლა აღმოჩენილი იაპონია” ასევე 2 ჟურნალში, “ტანკო” და “Newsweek Japan”, […]
მსახურება აუკრძალეს მღვდელს, რომელმაც ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა

რუსეთის პატრიარქმა სამი წლით მსახურება აუკრძალა მღვდელს, დმიტრი საფრონოვს, რომელმაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა. გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო ეპარქიის საიტზე 23 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტში მითითებულია, რომ საფრონოვს ეკრძალება ღვთისმსახურება, ანაფორისა და მღვდლის ჯვრის ტარება. გარდა ამისა, მღვდელი დააქვეითეს მეფსალმუნის დონეზე და მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში გაგზავნეს მორჩილებისთვის. სინანულის სამწლიანი პერიოდის ბოლოს, “მორჩილების ადგილიდან უკუკავშირის” მიხედვით, უნდა […]
“თიბისი კაპიტალი” Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე. საინვესტიციო საბანკო საქმიანობა 2023 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა – ჯამში 16 […]
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტობისთვის ბრძოლა ორ ფავორიტ კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტს, სტევო პენდაროვსკისა და გორდანა სილიანოვსკას შორის გაიმართება, რომელიც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პენდაროვსკისთან დამარცხდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პირდაპირი გამარჯვებისთვის აუცილებელია 50%-იანი ბარიერის გადალახვა. მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების […]