ექნება თუ არა რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ბედნიერი დასასრული? – სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა, რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე მასობრივ პროტესტზე და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე დასმულ კითხვას უპასუხა. 23 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პატელი აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტი შეუსაბამოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრებისკენ ისწრაფვის. “იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია საკუთარ კონტრაქციას აანონსებს, აკავებენ […]
აშშ-ში TikTok-ის გამოყენება აიკრძალება

აშშ-ის სენატმა საეტაპო კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში, შესაძლოა, TikTok-ის გამოყენება აიკრძალოს. სენატის განცხადებით, Tiktok-ის მფლობელმა ჩინურმა კომპანია ByteDance-მ ცხრა თვის ვადაში თავისი აქციები უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში აპლიკაცია დაიბლოკება. კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა. აღნიშნული ინიციატივა ოთხი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და ინდო-წყნარი ოკეანის […]
„ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ – ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ „ხალხის ძალის“ წევრ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ საერთოდ! კაცი ხარ და ვამაყობ შენით!“ – დაწერა ზურა ხაჩიძემ.
ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. “განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი ვერ გეტყვით, მაგრამ განაჩენი დასაბუთებული არის მზად და დიდი ალბათობით ლაზარე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ღამის 12 საათამდე აქვს პენიტენციურს დრო, შესაბამისად, როგორც კი გვეცოდინება რაიმე […]
პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს. გუშინ ევროპარლამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც მშვიდობიანი აქციის დაშლის ორგანიზატორია. კერძოდ, მან დაასახელა ზვიად ხარაზიშვილი და ვაჟა სირაძე. პაპუაშვილი ამ განცხადების გამო ევროპარლამენტარს “ქართულ პოლიციაზე თავდასხმაში” ადანაშაულებს, რაც მისივე აზრით “ქართულ […]
შალვა პაპუაშვილი ნაირა გელაშვილს პასუხობს

ზოგადად მივესალმები, ამ განცხადებაშიც და რამდენიმე სხვა განცხადებაც ვნახე, სადაც როგორც იქნა, საჯაროდაც ითქვა, თუ რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის, როდესაც ეს არ ხდება თავისთავად და ვხედავთ, რომ მალავენ ფონდები თავიანთ დაფინანსებებს, ამისი საკანონმდებლო რეგულირება ხალხის სახელით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ […]
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია საქართველოსთვის წევრი, თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოსთვის წევრი საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია გადააყენეს – ინფორმაციას პარტია საქართველოსთვის ავრცელებს. “ნინო, „განაცებას“ გილოცავ! – ხუმრობის გარეშე, მე უკვე მჯერა, რომ ოცნებას და ნაცმოძრაობას შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ” – IPN-ის ცნობით, ასე მიმართა საქართველოსთვის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს. რუსთავში […]
ადვოკატი: დიდი ალბათობით, ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს

ლაზარე გრიგორიადის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ლაზარე ციხეს, დიდი ალბათობით, დღეს დატოვებს. “განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ დასაბუთებული განაჩენი მზადაა და დიდი ალბათობით, ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს. პენიტენციურს დრო ღამის 12 საათამდე აქვს. როგორც კი რაიმე სიახლე გვეცოდინება, აუცილებლად გაცნობებთ”. – თქვა ლაზარეს ადვოკატმა მთავარ არხთან სატელეფონო […]
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა. კომისიამ დღეს ადმინისტრაციაში წარდგენილი 28 კანდიდატის განაცხადიდან, განხილვის შედეგად, სრული კონსენსუსით შერჩეულ 8 კანდიდატს მოუსმინა. კომისიის თავმჯდომარის თამარ სულუხიას განცხადებით, კომისია გააგრძელებს მუშაობას და კიდევ ერთხელ იმსჯელებს ამ კანდიდატების ინტერვიუების თაობაზე, იმისათვის, რომ კონკრეტული სია მიაწოდოს პრეზიდენტს. […]
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა შემოწმდეს, აკუმულატორია, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. ამიტომ, როგორც კი ტემპერატურა აიწევს, მძღოლებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ […]