გაერო ითხოვს გამოძიებას ღაზის ორ საავადმყოფოში ისრაელის ძალების შეჭრის შემდეგ აღმოჩენილი მასობრივი საფლავების საკითხზე

გაერო გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს “მკაფიო, გამჭვირვალე და სანდო” გამოძიება ომით გაჩანაგებულ ღაზაში ისრაელის სამხედროების შეჭრის შემდეგ აღმოჩენილი მასობრივი საფლავების საკითხზე. გამომძიებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეს ადგილები – უთხრა გაეროს პრესმდივანმა სტეფან დიუჟარიკმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ღაზაში უფრო მეტ ჟურნალისტს უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება, რათა ფაქტები გაშუქდეს. მანამდე, 23 აპრილს, გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა […]
TI: მესტიის მუნიციპალიტეტის მერი დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ანაზღაურებას მალავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში 7 უძრავ ქონებასა და ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს არ უთითებს. ორგანიზაციის ცნობით, ჟორჟოლიანს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს: · 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში – თანასაკუთრება · 57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე […]
რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო – „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა. „ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ […]
პაატა მანჯგალაძე – 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია – უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი

„სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს შეკრების დაანონსება, გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობაა, ყველას დაანახოს, რომ მათ ინიციატივას ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ეს იქნება „მიკროავტობუსების აქცია“, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი. „ეს არის გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობა, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბევრი მხარდამჭერი იცავს […]
ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დაახლოებით, 30-მდე პროექტს მხარი დაუჭირა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დაახლოებით, 30-მდე პროექტს მხარი დაუჭირა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მხრივ მაქსიმალური თანხის ოდენობა, წინა წელთან შედარებით მიმდინარე წელს გაზრდილია. „სოციალური მეწარმეობის მიმართულებით თბილისის მერია […]
მიხაილ როთი – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს. „დღეს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს“, – წერს მიხაილ როთი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად პაციენტები მედიკამენტის მიღებას, სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პაციენტები აღნიშნულ სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ და გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით. „ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე […]
რატომ მიაღწია საქართველომ წარმატებას და ბელარუსმა – ვერა… რა შანსები აქვს სანიოლის გუნდს ევროზე – დრაგუნმა ბელარუსულ პრესასთან ისაუბრა

ბელარუსულმა Smartpress.by-მ მომავალი ევროპის ჩემპიონატი მიმოიხილა და რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო. გამოცემას ექსპერტად მათი ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც 2012 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე “ჯვაროსნებთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის კარიც აიღო. დრაგუნს კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, რა შეიცვალა ამ 12 წელში, რატომ მიაღწია საქართველომ ამხელა წარმატებას […]
ეს შემოგდებული თემაა, რომ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ – ირაკლი ზარქუა ნაირა გელაშვილს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არის მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ირაკლი ზარქუას თქმით, უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური და მაგალითისთვის მოჰყავს თურქეთის მიწისძვრა, […]
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“ პაციენტები სახლთან მაქსიმალურად ახლოს მდებარე დაწესებულებებში მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს. მინისტრის განცხადებით, მთავრობასთან კოორდინაციით და პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად პაციენტები მედიკამენტის მიღებას, სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ პაციენტები აღნიშნულ […]