ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი შანხაიში ჩავიდა და ჩინელ ბიზნეს ლიდერებს შეხვდება, ხოლო პარასკევს პეკინში გაემგზავრება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ იისთან მოლაპარაკებებს გამართვას. სავარაუდოდ, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ენტონი ბლინკენი ჩინელ ოფიციალურ პირებთან იმის შესახებაც […]
შსს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სამანქანო გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე […]
მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯილდო 30 მილიონი ლარი იქნება, რაც მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა. „მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, […]
რუსეთმა ლუდის იმპორტზე გადასახადი გაზარდა – რომელი ქართული კომპანიები ყიდიან ყველაზე მეტ ლუდს რუსეთში?

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნებიდან ლუდის იმპორტზე გადასახადი 2.5-ჯერ გაზარდა. გასული წლის მონაცემებით, ქართული ლუდისთვის რუსეთი, ყაზახეთის შემდეგ მეორე საექსპორტო ბაზარია. 2022 წელს, საქართველომ რუსეთში 488 ათასი აშშ დოლარის 525.8 ტონა ლუდი გაყიდა, გასულ – 2023 წელს კი, 792.7 ათასი აშშ დოლარის 673.8 ტონა, რაც ლუდის მთლიანი ექსპორტის, $7.02 მლნ-ის 11.2%-ია.
27 წლის კაცმა ყოფილ მეგობარ ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „Telegram”-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის […]
“სანქციებზე საუბარიც კი მარაზმია” – მორალური ბრალდება ევროპარლამენტს

“ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების მოთხოვნაზე საუბრისას, ამბობს: “სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, ჯერ ერთი, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ, წარმოუდგენელია, მარაზმია მათ შორის. სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია”.
ვინ გაწვრთნის კვარაცხელიას ახალ სეზონში – “ნაპოლის” შესაძლო დამრიგებლის მთავარი კანდიდატურა გამოიკვეთა

იტალიური Il Mattino გვაუწყებს, რომ “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჯერ კიდევ “მილანის” თავკაცი სტეფანო პიოლი იქნება. როგორც იცით, გადაწყვეტილი ამბავია, “როსონერი” სეზონის დასრულების შემდეგ გამოცდილ სპეციალისტს დაითხოვს და ამას არაერთი სანდო წყარო ადასრურებს. “პარტენოპეი” მზადაა, სტეფანოს 2,5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. პიოლის სამსახურით ასევე “ბოლონიაც” ინტერესდება, რომელსაც დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ტიაგო მოტა […]
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 12 აპრილს, მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა იმავე საღამოს განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ, მოსამართლემ 14 დღიანი ვადა ითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად. დღეს ადვოკატებმა […]
მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს. ორგანიზაციის ცნობით, კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა: · 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში – თანასაკუთრება · 57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე […]
ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოზე განხილვა გაიმართება

დღეს, 24 აპრილს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტში საქართველოში არსებულ ვითარებაზე განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ავრცელებს. Der Auswärtige Ausschuss des Bundestages befasst sich heute mit der innenpolitischen Lage in Georgien. 🇬🇪🇪🇺 — Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) April 24, 2024 რამდენიმე დღის წინ მიხაელ როთი რუსულ […]