ზარქუას თანახმად, კანონის მიღების შემდეგ “ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან”

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა აღიარებს, რომ მმართველ პარტიას რუსული კანონის მიღება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გასაქრობად უნდა, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. „როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან. რატომ? – იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეულებით, პატიოსნებით, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო მას, ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ […]

ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული აღარაა

დეპუტატი ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული აღარაა. ოდიშარია 11 წლის განმავლობაში იყო ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში. ამ დროისთვის ის ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, საპატიო კონსულების სიაში არ იძებნება. ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა მანამდე ლატვიის სეიმის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსმა, ქალი დეპუტატების შეურაცხყოფისთვის მოითხოვა. 3 აპრილს, პლენარული სხდომის […]

VTB ანექსირებულ ყირიმში იპოთეკური სესხების გაცემას დაიწყებს

VTB ბანკი ანექსირებულ ყირიმში იპოთეკური სესხების გაცემის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბანკის პრესსამსახური იტყობინება. „მაისში ვითიბი-ს კლიენტებს შეეძლებათ აიღონ იპოთეკა ყირიმში საცხოვრებლის შესაძენად“, – ნათქვამია განცხადებაში. ამავე ცნობით, სესხების დამუშავება პირდაპირ ნახევარკუნძულზე განხორციელდება RNKB-ის (VTB-IF ჯგუფის ნაწილი) ოფისებში სიმფეროპოლში, ევპატორიაში, სევასტოპოლსა და იალტაში. ასევე მაისში ბანკი დაიწყებს იპოთეკური სესხების გაცემას ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყალმიკიაში და ინგუშეთში.

დრესაპ ჯგუფი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

დრესაპ ჯგუფი, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების კოლექციებს სთავაზობს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი, როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული (Jeans Gallery, Factory, Atrio, Kid’s Gallery) მაღაზიითა და ელ-კომერციის პლატფორმით, Dressup.ge. მის პორტფოლიოში კი 100-ზე მეტი ბრენდია, […]

თათრეთის სასამართლომ კვლავ ჯარიმა შეუფარდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მხარდამჭერ აქტივისტს

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის სასამართლომ კვლავ ჯარიმა შეუფარდა სოციოლოგ ისკანდერ იასავიევს, იმისთვის, რომ მას ეჭირა პლაკატი, რომლითაც ითხოვდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ჟურნალისტის, 18 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ალსუ კურმაშევას გათავისუფლებას. ვახიტოვის ოლქის საასამართლომ 22 აპრილს გამოიტანა განაჩენი, რომ იასავიევმა 15 000 რუბლი ($160) უნდა გადაიხადოს პლაკატისთვის წარწერით “ალსუ კურმაშევა ჟურნალისტია და არა […]

მდინარაძე: 29 აპრილს ვინმე თუ სხვა აქციის ჩატარებას მოინდომებს, იქნება პროვოკატორი

29 აპრილს არის საყოველთაო შეკრება, იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. იმ დღეს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რომელიც რაიმე მცირე ინციდენტსაც კი შეიძლება დაუკავშირდეს, შეიძლება იყოს მხოლოდ იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც იქ რაღაც პროვოკაციის დაგეგმვის გამო შეიძლება მოხდეს. თუ იმ დღეს იქ ვინმე სხვა აქციის ჩატარებას მოინდომებს, ის იქნება პროვოკატორი, რასაც არც სახელმწიფო და არც ხალხი არ დაუშვებს. იმ […]

დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 27 წლის მამაკაცი დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram”-ზე […]

მამუკა მდინარაძე – ევროპელ პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს, ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ – ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, ვიქნებით ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა საქმეში, რაც არ გაანადგურებს საქართველოს

საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუკი ვინმე მოინდომებს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სურს, ევროპელ პარტნიორებთან ღირსეული მეგობრობა. […]

მამუკა მდინარაძე ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე – ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლატვიის საელჩოს მიერ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ფაქტს ჟურნალისტებთან აფასებს. მისი თქმით, „ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“. „ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა […]

წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება – ახალი Porsche Taycan საქართველოშია

ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა უკვე „პორშე ცენტრი თბილისში“ შეუძლია. „ტაიკანის“ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე აქვს და ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა შეუძლია. მას უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია გააჩნია. გარდა ამისა, Style Porsche-მ დიზაინი დახვეწა […]