ყოფილი პარტნიორი ქალის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების Telegram-ის ჯგუფში გავრცელების საქმეზე 27 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ ახალგაზრდა ქალთან. დაშორების შემდეგ კი ეჭვიანობის ნიადაგზე, როგორც განცხადებაში წერია, მან ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა. „დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სითი მოლი გლდანი ფართოვდება

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’ „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტრუქციისა და გაფართოების პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 31.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულიად მოხმარდება კაპიტალურ დანახარჯებს. ი აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სითი მოლი გლდანის“ […]
„ოცნებამ“ ყოფილი „ნაციონალების“ დახმარებით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წევრია, დღეს, 24 აპრილს, თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გადააყენეს. ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება“ იყო. იმპიჩმენტის აღსრულებაში „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრთა ხმები დაეხმარა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 ხმა ბათილად იქნა ცნობილი, მათ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი […]
“ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ” – ლაზარე გრიგორიადისის დედა

გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ! – წერს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.
20 ქვეყნის პროტესტი რუსულ კანონს საქართველოში – რა განცხადებას ავრცელებს პავილიონისი

კიდევ 6 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონს. ინფორმაციას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს. ერთობლივ განცხადებას და მოწოდებას, რუსული კანონის გაწვევაზე შეუერთდნენ – ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია. “ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ”, – წერს პავილიონისი. თავდაპირველად ევროპული […]
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება – ახალი Porsche Taycan საქართველოშია

წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება – ახალი Porsche Taycan საქართველოშია
„აგრო იმპექსმა“, თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

„აგრო იმპექსმა“, თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა
დრესაპ ჯგუფი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

დრესაპ ჯგუფი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 3-წლამდე გაზარდა

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 3-წლამდე გაზარდა. შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის მიღებულ N255 დადგენილებაში “იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა”. ცვლილების შედეგად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ. მანამდე ეს უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და […]
წარმატება სამართლის საერთაშორისო კონკურსზე – ილიაუნის სტუდენტების შედეგები ვაშინგტონიდან

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის გუნდმა პირველად მიიღო მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესში, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. ჯესაპი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო საჯარო სამართალში, სადაც ეროვნულ და საერთაშორისო ეტაპებზე 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსის სპეციფიკა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც წერილობითი ნაშრომების მომზადებას, ისე […]