სამეგრელოს რეგიონში თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „მსხვილი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა აგროკრედიტით ხელმისაწვდომი იყო. მცირე მეწარმეებისგან მხარდაჭერის პროგრამაზე იყო მოთხოვნა და ასეთი პროგრამაც შემუშავდა. ფერმერები, რომლებიც გაერთიანდებიან და შექმნიან კოოპერატივს, ტექნიკის […]
“მიწერენ: მერაბ, აშკარად მხარე გახდიო” – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: ვიღაცები მიწერენ: მერაბ, ჩვენ შენი დაბალანსებული პოზიცია მოგვწონდა, ახლა კი აშკარად მხარე გახდიო. დაბალანსებული პოზიცია შეიძლება გქონდეს, როდესაც სხვადასხვა მხარეს დგანან: ხელისიუფლება და ოპოზოცია, ქოცები და ნაცები და ა. შ. მაგრამ დაბალნსებული პოზიცია ვერ გექნება, როდესაც ერთ მხარეს არის ქვეყნის სასიცოხლო ინტერესები და მეორე მხარეს ამ სასიცოცხლო ინტერესების დაზიანება, ერთ მხარეს არის […]
რუსული ფული უნგრულ კლუბში – “გაზპრომი” “ფერენცვაროშის” სპონსორი ხდება

უნგრული Blikk ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ალბათობით, რუსული კომპანია “გაზპრომი” მალე “ფერენცვაროშის” ერთ-ერთი სპონსორი გახდება. ამ კონტრაქტის წყალობით, ბუდაპეშტური კლუბი წელიწადში ბიუჯეტის გაზრდას 50 მილიონ ევრომდე შესძლებს. ამ ეტაპზე “გაზპრომი” სერბული “ცრვენა ზვეზდას” სპონსორიც გახლავთ. ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი “შალკესა” და UEFA-ს ერთ-ერთი დამფინანსებელიც გალხდათ, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, კონტრაქტები შეწყდა. […]
დიმიტრი ცქიტიშვილი – სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა – ბატონო დიმიტრი, ევროპარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც საერთაშორისო პოლიტიკის არა ერთ აქტუალურ თემებზე იმსჯელეს, მათ შორის დებატები გაიმართა საქართველოზეც. საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო კანონი „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. ევროპარლამენტარების უმრავლესობამ ბევრი გვაკრიტიკა, იყვნენ ისეთებიც, რომელთა დამოკიდებულება […]
ბერდია სიჭინავა – რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ – მათ ზუგდიდის საკრებულოს აღებაც რეიდით სურთ

ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, […]
მამუკა მდინარაძე – რა სანქციით უნდა შეგვაშინონ? – კანონშემოქმედებისთვის ევროსტრუქტურამ სანქცია დააწესოს, არის წარმოუდგენელი და მარაზმი

სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას. რა სანქციით უნდა შეგვაშინონ? – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, კანონშემოქმედებისთვის ევროსტრუქტურამ სანქცია დააწესოს, არის წარმოუდგენელი. „სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას. რა სანქციით უნდა შეგვაშინონ? ჯერ ერთი წარმოუდგენელია, პირდაპირ გეუბნებით, კანონშემოქმედებისთვის […]
მამუკა მდინარაძე ნაირა გელაშვილს – თუ მე ვარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოსთვის ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებს, მე ძალიან ამაყად და თამამად ვიტყვი, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში – ამის ნეგატიურად წარმოჩენა შეიძლება?

პრაქტიკულად პირველი ადამიანია ქალბატონი ნაირა ვინც შემოვიდა ამ მსჯელობაში და არგუმენტის მაგვარი დაასახელა და დიდი მადლობა მას. როგორ შეიძლება უცხოური ძალის ინტერესები მაინცდამაინც წარმოვიდგინოთ ნეგატიურ კონტექსტში. მაგალითად, ევროპული ფონდებიდან, ევროკავშირიდან, როდესაც შემოდის გარკვეული თანხა და ის ხმარდება კარგ საქმეს, სასწავლო დაწესებულებების, ფერმერების და ბევრი სხვა მიმართულებით და ემთხვევა ქართულ ინტერესებს, ეს არის მხოლოდ ევროპის და […]
სერგეი შოიგუს მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სერგეი შოიგუს მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის ბასმანის სასამართლოს წარმომადგენლები ავრცელებენ. 48 წლის ტიმურ ივანოვი, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის 12 მოადგილიდან ერთ-ერთია, გუშინ საღამოს დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ივანოვს ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ივანოვთან დაახლოებულ პირს, სერგეი ბოროდინსაც […]
“პრევენციული ეფექტის ზეწოლა ოდიშარიაზე” – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლატვიის საელჩოს მიერ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ფაქტს ჟურნალისტებთან აფასებს. მისი თქმით, „ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“. „ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა […]
“ველოდები წევრი ქვეყნებისგან სანქციებს” – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკის მიუხედავად, ევროკავშირისგან სანქციებს არ ელოდება, თუმცა აღნიშნული მოსალოდნელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. მისი თქმით, არასდროს ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ ფურცელზე არ დარჩენილა და ისინი შესაბამის ნაბიჯებს ყოველთვის დგამენ. სრული ეროზიაა სახელმწიფო ინსტიტუტების და როგორც ჩანს, ჩვენი საელჩოები გაჩერებულები არიან და არაფერს არ აკეთებენ. არ ასრულებენ იმ დავალებებს, რომლებსაც აძლევს მათ […]